თათარაშვილი აკაკი სამსონის ძე
თათარაშვილი აკაკი სამსონის ძე

თათარაშვილი აკაკი სამსონის ძე (1897, ზუგდიდის რაიონი-14.XI.1937), სწავლობდა თსუ-ში (1919-1924), რ-იც არ დაუმთავრებია. სწავლა გააგრძელა გერმანიაში ჰაიდელბერგის უნ-შტი ეკონ.  ფაკ-ზე (1929-1931), ეუფლებოდა ფინანსურ მეცნიერებას. სწავლობდა და მუშაობდა ბერლინში, ბონში, მიუნხენსა და გოტებერგში. დისერტაცია დაიცვა გოტინბერგის უნ-ტში და მიენიჭა ეკონ. დარგში დოქტორის წოდება, ხოლო პროფესორის წოდება მიენიჭა თბილისში, სახ. კომისარიატის საკვალიფიკაციო კომისიიის მიერ. თ. ა. იყო  თსუ-ის ფინანსებისა და კრედიტის კათედრის  ხელმძღვ. ნაყოფირ მუშაობას ეწეოდა თბილ. სსრკ მწერალთა კავშირის ფილიალში, ჟურ. მნათობში და სხვ. იყო საკავშირო კპ(ბ) წევრი (1924-1937);  საქართვ.  სახალხო კომისართა საბჭოსთან არსებული ხელოვნების კომიტეტის თავ-არე; საქართვ. განათლების სახალხო კომისარი (1934-1936). კონტრ-რევ. საქმიანობის გამო პარტიიდან გარიცხეს (1937). ბრალად დასდეს, რომ იყო საქართვ. მემარჯვენეთა კონტრ-რევ., ტერორისტულ და მავნებლურ-დივერსიული ორგანიზაციის წევრი და ერთ-ერთი ხელმძღვ. ახალგაზრდებსა და მწერლებს შორის. მიუსაჯეს დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაციით.