ტარუაშვილი სოფრომ (სოფრონ, მიშა) გაბრიელის (გლახას) ძე
ტარუაშვილი სოფრომ (სოფრონ, მიშა) გაბრიელის (გლახას) ძე

ტარუაშვილი სოფრომ (სოფრონ, მიშა) გაბრიელის (გლახას) ძე (1874-1922), (ფსევდონიმი-ს. გლახაშვილი), ქართვ. მწერალი, დრამატურგი, საზ. მოღვაწე, პოეტი და პედაგოგი. მე-20 საუკუნის დასაწყისში იგი აქტიურად მონაწილეობდა საქართვ. განათლებისა და თეატრ. ცხოვრების განვითარებაში. იყო თბილ. უნ-ტის დამფუძნებელი საზ-ბისა (1917-1918) და ქართვ. შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ბის ერთ-ერთი აქტიური წევრი, ამავე საზ- ბის ნამდვილი წევრი (1907-); საზ-ბის ჭიათურის განყ-ბის გამგეობის წევრი (1909), რ-იც მისი ინიციატივით დაარსდა (10.II.1909); ასევე კავკავის განყ-ბის ნამდვილი წევრი (1909-); საზ-ბის თბილ. განყ-ბის დამფუძნებელი წევრი (1916-), სარევიზიო კომისიის წევრი (1917-) და განყ-ბის მუდმივი წევრი (1917-);  მუშაობდა ჭიათურის საურთიერთო ნდობის საზ-ბაში,  ბუღალტრად;  იყო სამეურნეო ბანკის დირექტორი. წერდა პიესებს, რ-საც დგამდნენ ჭიათურისა და თბილ. თეატრ. სცენებზე. მისი ცნობილი ნაშრომებია: „მბრძანებლის გადაყენება“ (1910), „ცხოვრება“ (1914), და კრებ. „ორი პიესა“ (მოიცავს პიესებს „კოცნა“ და „ფეხთა მეფე“).

ლიტ.: საქართვ. ეროვნ. არქივი, უახ. ისტ. ცენტრ. არქივი: ფ. 471, 1ნ.1, საქმე 16, ფურც. 5