ტარტუს უნივერსიტეტი
ტარტუს უნივერსიტეტი

ტარტუს უნივერსიტეტი, იგი კლასიკური უნ-ტია ესტონეთში ქ. ტარტუში, რ-იც შვედეთის მეფე გუსტავ II ადოლფმა, ლივონიაში Academia Gustaviana-ს სახელწოდებით დააარსა (1632). ტარტუს სასწავლებელი გახდა შვედეთის მეორე უნ-ტი უპსალის უნ-ტის შემდეგ. მეფე გუსტავ II ადოლფმა აკადემიის პირველ რექტორად თავისი პირველი მასწავლებელი და დამრიგებელი, ლივონიის, უნგრეთის და კარელიის გენერალ-გუბერნატორი ი. შუტე დანიშნა. XVIII ს-ში, ესტონეთის რუსეთთან შეერთების შემდეგ უნ-ტი დაიხურა, თუმცა ალექსანდრე I-მა  კვლავ გახსნა სასწავლებელი (1802). უნ-ტი გაწევრებულია ევროპის უნ-ტთა ასოციაციაში - უტრეხტის ქსელი. სადღესიოდ უნ-ტში არის 9 ფაკ-ტი (საღვთისმეტყველო, იურიდ., მედ., ფილოსოფიის, ეკონ., მათემატიკა-ინფორმატიკის, ფიზიკური აღზრდის, საბუნებისმეტყველო მეცნ. და ტექნოლოგიის, სოც. და საგანმან. მეცნ. ფაკ-ტები) და 5 კოლეჯი (ევროპის, ნარვის, პიარნუს და ტიურის კოლეჯები, აგრეთვე ვილიანდის კულტურის აკად.). სტუდენტების რიცხვი 17 000-ზე მეტი იყო (აქედან დაახლოებით 600 უცხოელი სტუდენტი). უნ-ტში მუშაობს 3 200-ზე მეტი ადამიანი (აქედან 180 პროფესორი, აგრეთვე 500-ზე მეტი მკვლევარი). უნ-ტი დამეგობრებულია თსუ-თან.