თარხნიშვილი გიორგი ივანეს ძე
თარხნიშვილი გიორგი ივანეს ძე

თარხნიშვილი გიორგი ივანეს ძე (07.XI.1949, თბილისი). დაამთავრა თსუ–ის ფიზიკის ფაკ-ტი (1971). მუშაობდა მეცნ. აკად. კიბერნეტიკის ინ-ტში, უმცროსი მეცნ. მკვლევარის თანამდებობაზე (1972-დან). სწავლობდა ასპირნტურაში მოსკოვის, ლებედევის სახ. ფიზიკის ინ-ტის თეორიულ განყ-ბაში(1974-1977). მუშაობდა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტის ზოგადი ფიზიკის კათედრაზე და მ. ჯიბლაძის ლაზერული ფიზიკის ლაბორატორიაში სხვადასხვა თანამდებობაზე (1980-1995). კვლევის მიმართულება: კვანტური ველის თეორია, კალიბრული ველების თეორია, კვანტური ოპტიკა, ასევე მეცნ. სოციოლოგია. პარალელურად პროგრამის ხელმძღვ. მენეჯმენტის ევრ. სკოლაში (ESM), გაეროს განვითარების პროგრამის თანამშრომელი. ნაშრომები კვანტური ველის თეორიისა და სოციალური მეცნ. სფეროებში (რამოდენიმე წიგნის თანაავტორი), სულ 100-ზე მეტი პუბლიკაცია სხვადასხვა ენაზე).