თარხნიშვილი დავით (დევი) ივანეს ძე
თარხნიშვილი დავით (დევი) ივანეს ძე

თარხნიშვილი დავით (დევი) ივანეს ძე (12.XII.1947, თბილ.-28.II.1984, თბილ.). დაამთავრა თსუ–ის ფიზიკის ფაკ-ტი (1971). მუშაობდა თსუ–ის ფიზიკის ფაკ-ტის ზოგადი ფიზიკის კათედრაზე სხვადასხვა თანამდებობაზე (1972-1984). კვლევის მიმართულება: ფარდობითობის ზოგადი თეორია, გრავიტაციის და გრავიტაციული ტალღების თეორია, კვანტური ველის თეორია. ძირითადი  ნაშრომები გრავიტაციული ველის თეორიის სფეროში.