-
ავტორი
- კატეგორიები: ფსიქოლოგი პოეტი კურსდამთავრებული ფილოლოგი
თარიშვილი ნინო კონსტანტინეს ასული (28.VIII.1904, სოფ. მირზაანი, ახლანდ. დედოფლისწყაროს მუნიციპ. – 23.II.1990, თბილისი), დაამთავრა თსუ-ის პედ. (სიბრძნისმეტყველების) ფაკ-ტის ფილოს. და ფსიქოლ. განყ-ები (1925). მოგვიანებით სწავლობდა ამავე ფაკ–ტის სიტყვიერების განყ–ბასა და თბილ. უცხო ენათა კურსების ფრანგულ სექტორზე. მისი მრავალმხრივი სამეცნ. და პედ. მოღვაწეობა მოიცავდა მუშაობას ფსიქონევროლოგიურ ინ-ტში (1928–1930), პედაგოგიკის სამეცნ.-კვლევით ინ-ტსა (1930–1939) და ფიზ. კულტურის სამეცნ.-კვლევით ინ-ტში (1932–1937). თ. ნ. მოღვაწეობდა თსუ-ის დასავლეთ ევრ. ლიტ–რის ისტორიის კათედრაზე (1939-დან), პარალელურად კითხულობდა ლექციებს თელავის (1940–1941), გორისა (1940–1941) და ა. პუშკინის სახ. პედ. ინ-ტებში (1942–1954). აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ პერიოდულ გამოცემებთან, მათ შორის ჟურნ.-გაზეთებთან: „ილიონი“; „რუბიკონი“; „ბახტრიონი“; „ტრიბუნა“ და „ქართული მწერლობა“. მისი პოეტური მემკვიდრეობიდან აღსანიშნავია ლექსების კრებულები: „მზეში“ (1926) და „გვირილა“ (1980). იგი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც გამოაქვეყნა წერილი ნ. ფიროსმანის შესახებ (1923).