თარგამაძე ვასილ გივის ძე
თარგამაძე ვასილ გივის ძე

თარგამაძე ვასილ გივის ძე (13.VIII.1942, თბილ.). დაამთავრა თსუ–ის ფიზიკის ფაკ-ტი, ფიზიკოს -თეორეტიკოსის სპეციალობით (1965). სადიპლომო შრომა შეასრულა ქ. დუბნის ბირთვული გამოკვლევების გაერთიანებულ ინ-ტში, ბ. სტრუმინსკის ხელმძღვანელობით და მიიღო შეფასება ფრიადი. თ. ვ. მუშაობდა საქართ. აკადემ. ფიზიკის ინ-ტში უმცროს მეცნ. თანამშრომლად (1966). იკვლევდა ე. წ. ცხელი ატომების ქიმიურ რეაქციებს, რისთვისაც მივლინებული იყო მოსკოვის ნავთობქიმიის ინ-ტში პროფესორ ა. ბროდსკისთან. თსუ–ის ზოგადი ფიზიკის კათედრაზე, აკად. მ. მირიანაშვილმა ჩამოაყალიბა სემინარი ზოგად ფარდობითობის თეორიასა და გრავიტაციაში და შექმნა ჯგუფი ამ მიმართულებით კვლევებისათვის. ჯგუფში იყვნენ ვლ.  ქირია, ავ. კერესელიძე, ო. ლეჟავა, თ. ერქომაიშვილი. სემინარის მუშაობაში აქტიურად მონაწილეობდნენ გ. ვეფხვაძე, შ. გობეჯიშვილი, რ. სალია, რ. გოქსაძე. ამ ჯგუფის ავტორიტეტის შედეგი იყო ის, რომ თბილისში ჩატარდა V საერთაშ. კონფერენცია გრავიტაციასა და ზოგად ფარდობითობის თეორიაში (1968). თ. ვ. მუშაობდა ზოგადი ფიზიკის კათედრაზე (1968-2005). მის სამეცნ. ინტერესს შეადგენდა არაინტეგრებადი გარდაქმნები და რიმანის სივრცის განთავსება ბრტყელში, გამოსხივების თეორია, გრავიტაციული ველის ზოგიერთი ზუსტი ამოხსნა, ვარსკვლავის კოლაფსის საკითხები, გრავიტაციული ტალღების გავრცელება გარემოში, დისპერსია. 13 სამეცნ. შრომის ავტორი და თანაავტორია. თ. ვ. მივლინებული იყო ერთი წლით მოსკოვში აკადემიკოს ი. ზელდოვიჩთან სტაჟირებისათვის კოსმოლოგიაში (1969) და გდრ - ში იენის ფრიდრიხ შილერის უნ-ტში პროფესორ ე. შმეტცერთან (1974-1975). მიყავდა ზოგადი ფიზიკის კურსი ფიზიკის ფაკ-ტის სტუდენტებისათვის (მექანიკა, მოლეკულური ფიზიკა, 1970–დან). სხვადასხვა დროს აგრეთვე კითხულობდა ზოგად კურსს მექანიკა - მათ., გეოგრაფ. - გეოლოგიის ფაკ-ტის სტუდენტებისთვის.