-
ავტორი
- კატეგორიები: კურსდამთავრებული იურისტი მინისტრი
თარგამაძე კახა მამიას ძე (30.XI.1955, ბათუმი) იურისტი, გენერალ-მაიორი, საქართვ. რესპ. შსს მინისტრი (1995-2001). დაამთავრა ქ. ბათუმის მე-6 საშ. სკოლა (1972); შემდეგ საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის, სატრანსპორტო ფაკ-ტი (1977); თ. კ-მ ასევე დაამთავრა თსუ-ის იურიდ. ფაკ- ტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით (1987). მუშაობდა-შსს სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოში ბრიგადირად, შემდეგ კი მშენებელ-ოსტატად (1977); საქართვ. რესპ. შსს სოციალ. საკუთრების დატაცებისა და სპეკულაციის წინააღმდეგ მებრძოლი სამმართველოს ინსპექტორად (1979-1983); ამავე სამმართველოს უფრ. ინსპექტორად (1983-1985); უფრ. ოპერრწმუნებულად (1985-1989); განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფრ. ოპერრწმუნებულად (1989-1991). თ. კ. დაინიშნა საქართვ. რესპ. შსს ეკონ. დანაშაულებთან და საბოტაჟთან მებრძოლი სამმართველოს მრეწველობის, მოსახლეობის კომუნ. და საყოფაცხოვრებო მომსახურების სფეროში დანაშაულის წინააღმდეგ მებრძოლი განყ-ბის უფრ. მოადგილის თანამდებობაზე (1991); საქართვ. რესპ. შსს სამეურნეო და თანამდებობრივ დანაშაულებთან მებრძოლი სამმართველოს მრეწველობის, მოსახლეობის საყოფაცხოვრებო და კომუნ. მომსახურების სფეროებში სამეურნეო და თანამდებობრივ დანაშაულობებთან ბრძოლის ორგანიზაციის განყ-ბის უფრ. მოადგილედ (1992). საქართვ. რესპ. შსს სამინისტროს სამეურნეო და თანამდებობრივ დანაშაულებთან მებრძოლი სამმართველოს უფრ. მოადგილედ (1992). თ. კ. იყო ეკონ. დანაშაულებათა წინააღმდეგ მებრძოლი სამმართველოს უფრ. პირველი მოადგილე (1993-1994), შემდეგ ამავე სამმართველოს უფრ. (1994-1995), საქართვ. რესპ. შსს ორგანიზებული დანაშაულის, კორუფციის, რეკეტისა და ეკონ. დივერსიის წინააღმდეგ ბრძოლის დეპ. თავ-რე (1995-1995 ), ამავდროულად ასრულებდა შსს მინისტრის მოადგილის მოვალეობას. თ. კ. დაინიშნა საქართვე. რესპ. შსს მინისტრად (1995-2001 ); მიღებული აქვს 1997 - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი (1997); ღირსების ორდენი (1995); მიენიჭა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დამსახურებული მუშაკის საპატიო წოდება (2001).
ლიტ.: თარგამაძე კახა მამიას ძე. ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი: 1998-1999. თბ. გვ. 140; ყიფიანი, თ. (2001). წიგნი ღირსებისა: ტ. 2. თბ., გვ.179; თუშურაშვილი, ო. (2013). XX საუკუნის საქართველოს შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები. თბ., გვ. 95-96, ISBN 9789941055324.