ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის ეროვნული უნივერსიტეტი
ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის ეროვნული უნივერსიტეტი

ტარას შევჩენკოს სახ. კიევის ეროვნ. უნ-ტი - თსუ–სთან დამეგობრებული სტრუტურული ერთეული, მდებარეობს უკრაინის დედაქალაქ კიევში. იგი საერთაშორისოდ აღიარებულია, რ–ც უკრაინის მასშტაბით უდიდესი ეროვნ. უმაღლ. საგანმან. და პრესტიჟული უნ–ტი. კიევის ეროვნ. უნ-ტი (კეუ) მსოფლიოს 650 საუკეთესო უნ-ტს შორისაა.  კეუ უკრაინაში მესამე უძვ. უნ–ტია ლვოვის უნ-ტისა და ხარკივის უნ-ტის შემდეგ. კეუ რუსეთის იმპერატორმა ნიკოლოზ I-მა დააარსა რ–ც კიევის ვლადიმირ I დიდის საიმპერიო უნ-ტი, რის შემდეგაც სახელი რამდენჯერმე შეეცვალა (1834). საბჭ. კავშირის პერიოდში კეუ სამ საუკეთესო უნ–ტს შორის იყო, მოსკოვის სახელმწ. უნ-ტთან და ლენინგრადის სახელმწ. უნ–ტთან ერთად. იგი 14 ფაკ–ტსა და 6 ინ–ტს მოიცავს. კურსდამთავრებულებს შორის არიან: ნ. ბუნგე; მ. დრაგომანოვი; მ. გრუშევსკი; ნ. ბერდიაევი; მ. ბულგაკოვი; ი. შმალჰაუზენი; ლ. კრავჩუკი და სხვ. კეუ 400-მდე უნ-ტთან თანამშრომლობს და 40-მდე ქვეყნის უნ-ტებთან გაცვლითი პროგრამები აქვს. დამეგობრებულია თსუ-თან, რაც გულისხმობს თანამშრომლობის შემდეგ პროგრამებს: პირველი, ,,Erasmus+ International Credit Mobility (ICM)“ - სტუდენტების გაცვლა (1 ან 2 სემესტრით); აკად. პერსონალის გაცვლა; დაფინანსება ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში და მეორე ,,Bilateral exchange agreements“ (ორმხრივი მემორანდუმები)  უნ-ტებს შორის პირდაპირი შეთანხმებები; Erasmus-ის გარეშე გაცვლითი პროგრამები.