თანამედროვე ქართული ჟურნალისტიკის სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორია
თანამედროვე ქართული ჟურნალისტიკის სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორია

თანამედროვე ქართული ჟურნალისტიკის სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორია — სტრუქტ. ერთეულია, რ-იც დაფუძნდა თსუ-ის ჟურნალისტიკის ფაკ-ზე (9.X.1991).  თსუ-ის ჟურნალისტიკის ფაკ-ტის სოციოლოგიური ლაბორატორიის პირველი გამგე იყო, რ. დვალიშვილი (დოცენტი). მისი ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა ლაბორატორიის კვლევითი მიმართულებები, რომელთა მიზანი იყო მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ეფექტურობის სოციოლოგიური შესწავლა. რ. დვალიშვილმა საფუძველი ჩაუყარა იმ მეთოდურ და ანალიტიკურ ჩარჩოებს, რ-ებმაც ხელი შეუწყვეს ჟურნალისტიკის მეცნიერების ინტერდისციპლინარულ განვითარებას სოციოლოგიური მეცნიერების ფარგლებში. ლაბორატორიის საქმიანობა ორიენტირებულია შემდეგ მიზნებზე: ქართ. მედიასისტემის განვითარებისა და ტრანსფორმაციის მეცნ. ანალიზი – მედია ინ–ტების, რეგულაციის, პროფ. ნორმებისა და ჟურნალისტური პრაქტიკის კვლევა, საზ-ებრივი კომუნიკაციის შესწავლა – ინფორმაციის გარემოს, მედიის ნდობის, სარედაქციო პოლიტიკისა და საზოგადოებრივი  დისკურსის ანალიზი, ციფრული ჟურნალისტიკისა და ახალი მედიის კვლევა – სოც. ქსელების გავლენა, ციფრული პლატფორმების ეკონომიკა, დეზინფორმაცია და ციფრული ეთიკა, სტუდენტებისთვის კვლევითი და პრაქტიკული გარემოს შექმნა – კვლევითი პროექტებში ჩართულობა, პრაქტიკული ვორქშოფები, მონაცემთა ანალიზის სწავლება, მეცნ. კვლევების ინტერნაციონალიზაცია – საერთაშ. პარტნიორობები, ერთობლივი კვლევები და კონფერენციები. ლაბორატორია ფუნქციონირებს თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნ. ფაკ-ტზე   და მოიცავს შემდეგ სტრუქტურულ ერთეულებს: კვლევითი ჯგუფები – მედიის ისტორია; ციფრული მედია; პოლიტ. კომუნიკაცია; მედიის ეკონომიკა; ეთიკა და პროფ. სტანდარტები. მეთოდ. ბლოკი – შინაარსობრივი ანალიზი, რაოდ. კვლევის ინსტრუმენტები, ეთნოგრაფიული მეთოდები, მედია მონიტორინგი. მონაცემთა და არქივების ცენტრი – მედიაარქივები, პერიოდიკის ციფრული კოლექციები, ინტერვიუების ბაზები. სასწ. პრაქტ. სივრცე – სტუდენტთა კვლევითი ჯგუფები, პროექტებზე მუშაობის პლატფორმები, მასტერკლასები და სემინარები. ლაბორატორია მჭიდროდ თანამშრომლობს ჟურნალისტიკის მიმართულების აკადემიურ პერსონალთან და უნ-ტის სხვა კვლევით ინ-ტებთან.