თამარ ნოზაძე
თამარ ნოზაძე

თამარ ნოზაძე (23.VI.1982, ჭიათურა). წარჩინებით დაასრულა თსუ–ის ბაკალავრიატი, ფიზიკური ინფორმატიკის მიმართულებით (2003), ბაკალავრიატში სწავლის პერიოდში გახლდათ სახელობითი სტიპენდიანტი (1999-2003).  თსუ–ის ბაკალავრიატის დასრულების შემდგომ სწავლა გააგრძელა მაგისტრატურაში და თეორიული ფიზიკის სპეციალობით მიიღო მაგისტრის ხარისხი (2003-2005). დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა ფიზიკის დოქტორის აკადემიური ხარისხი (2015-2018). აქვს თითქმის 10 წლიანი პედ. გამოცდილება. იყო მოწვეული ლექტორი (2016–დან), ხოლო შემდეგ იკავებს ასისტენტ პროფესორის აკადემიურ პოზიციას თსუ-ის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ–ტზე (2023–დან, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის (EEE) დეპარტ.), ასევე მუშაობს მთავარ სპეციალისტად თსუ-ის სამეცნ. კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტში (2018–დან). გახლავთ თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკ–ტის გამოთვლითი ფიზიკის ინ–ტში მეცნიერ- მკვლევარი (2017–დან). მიიღო  ალ. ქართველიშვილის სახ. სტიპენდია  ახალგაზრდა მეცნიერთათვის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების  მიმართულებით (2024), ხოლო შემდეგ დაჯილდოვდა მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშ. დღესთან დაკავშირებით, მეცნიერების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის(11.II.2025). მონაწილეობა აქვს მიღებული ფონდის მიერ დაფინანსებული ხუთი დასრულებული სამეცნ. პროექტის განხორციელებაში და ასევე, ჩართულია  მიმდინარე პროექტების შესრულების პროცესში.  ამასთანავე, გახლავთ  დაცული სადოქტორო დისერტაციის სამეცნ. ხელმძღვ. (სამცხე-ჯავახეთის სახელმწ. უნ–ტი). ნ.თ.–მ განახორციელა პოსტ-სადოქტორო კვლევები  გერმანიაში კერძოდ, ილმენაუს ტექნოლოგიურ უნ–ტში (2022, 2024). აღნიშნული  სამეცნ.-კვლევითი ვიზიტები დაფინანსებული იყო შოთა რუსთაველის საქართვ. ეროვნ. სამეცნ. ფონდის და DAAD (გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური)-ის მიერ ერთობლივად.  იგი გახლავთ  ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების დაფინანსების (2023) და ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწ. სამეცნ. გრანტების კონკურსებში გამარჯვებული პროექტების სამეცნ. ხელმძღვ. (2024). ამჟამად არის 40-ზე მეტი სამეცნ. სტატიის ავტორი/თანაავტორი, რ–იც გამოქვეყნდა საერთაშ., იმპაქტ-ფაქტორის მქონე და რეცენზირებად-რეფერირებად ჟურნალებში, საკონფერენციო მასალებში. იგი გახლავთ  30-ზე მეტი  საერთაშ. სამეცნ. კონფერენციის/ფორუმის მონაწილე; მიღებული აქვს საერთაშ. ორგანიზაციებისაგან (IEEE - Institute of Electrical and Electronics Engineers, EuMA-EUROPEAN MICROWAVE ASSOCIATION) ჯილდოები/პრიზები საუკეთესო მოხსენებებისათვის და  სტატიებისათვის (ასევე, თსუ-დან). ნ.თ.  გახლავთ IEEE-ის წევრი (2016–დან) და ასევე,   სამი წელია არის EuMA-ის  წევრი; ამჟამად ასევე, არის  “IEEE MTT/ED/AP/EMC Georgian Chapter”-ის მდივანი და  არის  IEEE საერთაშორისო სემინარი/ვორქშოპი “პირდაპირი და შებრუნებული ამოცანები ელექტრომაგნიტურ და ბგერითი ტალღების თეორიაში” (DIPED)  საორგანიზაციო კომიტეტის მდივანი,  საკონფერენციო ნაშრომების რეცენზენტი (2020–დან).