ტალიაშვილი ზაქარია იოსების ძე
ტალიაშვილი ზაქარია იოსების ძე

ტალიაშვილი ზაქარია იოსების ძე (28.X.1954,თბილ.). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი სპეციალობით მაღ. ენერგიების ბირთვული ფიზიკა (1977). იყო თსუ-ის მიკროელექტრონიკის კათედრის  უფრ. მეცნიერ მუშაკი (1983-2010). დღემდე მუშაობს  მიკრო და ნანოელექტრონიკის ინ-ტში (2012-დან). გამოქვეყნებული აქვს ოცზე მეტი სტატია, რომელთა  დიდი ნაწილი გამოქვეყნებულია საერთაშ. სამეცნ. ჟურნალებში. სამეცნ. მიმართულება ნახევარგამტარების ზედაპირზე პერიოდული და არაპერიოდული ნანოსტრუტურების მიღება და ამ სტრუქტურებში არსებული კვანტური ეფექტების გამოყენება სხვადასხვა ელექტრონული ოპტიკური და ენერგეტიკული ხელსაწყოების შესაქმნელად. ათზე მეტი  პატენტი, მათი დიდი ნაწილი ამერიკის და ევროგაერთიანების საპატენტო ბიუროს პატენტებია. სამეცნ. ხარისხი: აკადემიური დოქტორი. გრანტები: კოლეგებთან ერთად მიღებული აქვს ათზე მეტი საქართვ. სამეცნ. და საერთაშ. სამეცნ. ფონდების გრანტი.