თალაკვაძე ტატიანა ბესარიონის ასული
თალაკვაძე ტატიანა ბესარიონის ასული (09.III.1923, ოზურგეთის რაიონი). დაამთავრა საქართვ. ინდუსტრიული ინ-ტის სამშ. ფაკ-ტი (1940-1946). პოლიტექნ. ინ-ტის მხაზველობითი გეომ. და გრაფიკის სპეციალობა (1947-1950). მუშაობდა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ზე ტექნ. მექანიკის კათედრაზე ასისტენტად (1949), პოლიტექნ. ინ-ტში ფიზიკის ფაკ-ზე გეომ. და გრაფიკის კათედრის ასისტენტად (1949-1952), მექანიკა-მათ. ფაკ-ზე უფრ. მასწავლებლად (1952-1972), დოცენტად (1964), საინჟ.-ეკონ. ფაკ-ტის მართვის საფუძვლების, სამრეწვ. წარმოების ეკონ. და ორგანიზაციის კათედრის დოცენტად (1980). გამოსცა რამდენიმე სალექციო კურსი და მეთოდური მასალა.