-
ავტორი
- კატეგორიები: უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების წევრი
თალაკვაძე ვალენტინა (ვალიდა) მალაქიას ასული
თალაკვაძე ვალენტინა (ვალიდა) მალაქიას ასული (XIX-ის ბოლოს, ოზურგეთის მაზრა, სოფ. ასკანაში). საზოგადო მოღვაწე. დაიბადა მედავითნის ოჯახში; იყო დეკანოზ ნიკიტა თალაკვაძის უმცროსი და; დაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო. ქართვ. შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ება, საზ-ების ლიხაურის განყ-ების წევრი (1912-1917); ქართ. უნ-ტის დამფუძნებელი საზ-ბის წევრი (1917-1918).
ლიტ.: საქართვ. ეროვნ. არქივის (უახლესი ისტ. ცენტრ. არქივი): პეტრე მელიქიშვილის პირადი ფონდი; თსუ-ის ფონდი: 471-1-16, გვ.2.