-
ავტორი
- კატეგორიები: პედაგოგი ენათმეცნიერი ფილოლოგი
თალაკვაძე მარიამ ივანეს ასული (16. I. 1902, სოფ. ასკანა, ოზურგეთის რაიონი — 04. VI. 1982), ენათმეცნიერი, მეცნიერი, პედაგოგი, პედაგოგ-მეთოდისტი, ფილოლოგი. დამთავრა თსუ-ის სიბრძნისმეტყველების ფაკ-ტი (1930). დაიწყო პედ. მოღვაწეობა (1919). იყო მარადადის, შემდეგ აჭარისწყლის დაწყებითი სკოლის გამგე-მასწავლებელი. მუშაობდა ბათუმის პირველი 7-წლიანი სკოლის ქართ. ენისა და ლიტ-რის მასწავლებლად (1912-1926), კ. მარქსის სახ. საჯარო ბიბლიოთეკაში (ახლანდელი საქართვ. ეროვნ. ბ-კა) (1930-1935). საქმიანობდა პედ. მეცნ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტში (1935–1936), შოთა რუსთაველის სახ. ლიტ-რის ისტორიის ინ-ტში (1936-1938), სახ. განათლების მუზეუმში (1941–1945). მუშაობდა თსუ-ის ახ. ქართ. ენის კათედრაზე დოცენტის (1945-დან), შემდეგ პროფესორის (1966), მეცნიერ-კონსულტანტის თანამდებობაზე (1973). კითხულობდა ქართ. ენის სწავლების მეთოდიკის საუნივერსიტეტო კურსს და იკვლევდა მასთან დაკავშირებულ პრობლემებს. თ. მ. გახდა ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1963). იგი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ბის ოზურგეთის განყ-ბის ნამდვილი წევრი.
თხზ.: თალაკვაძე, მ. (1952). ი. გოგებაშვილის ანბანის სახელმძღვანელოთა აგების პრინციპი; თალაკვაძე, მ. (1955). ზმნის სწავლება მე-5 კლასში; თალაკვაძე, მ. (1975). ქართული ენის გრამატიკის სწავლების მეთოდიკა. განათლება.