-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი პოლიტიკოსი
თალაკვაძე გივი (14.VII.1949, თბილისი). დაამთავრა თსუ–ის ფიზიკის ფაკულტეტი (1971). თსუ-ის ლაბორანტი, უმცროსი მეცნ.-თანამშრომელი, კათედრის ასისტენტი, ფიზიკის ფაკ-ტის დეკანის მოადგილე (1970-1990); მუშაობდა პარტიულ-ხელმძღვანელ თანამდებობებზე: უნ-ტის კომკავშირის კომიტეტის მდივანი, საქართველ. ალკკ ცენტრალური კომიტეტის განყ-ბის გამგე. თბილ. საქალაქო კომიტეტის მეორე მდივანი, საქართველ. კპ თბილ. ორჯონიკიძის რაიკომის მეორე მდივანი, თბილ. საქალაქო კომიტეტის განყ-ბის გამგე (1978-1986); საქართვ. სსრ განათლების მინისტრის მოადგილე (1986-1989); საქართვ. რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-1991) ხელი აქვს მოწერილი საქართვ. სახელმწ. დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე; საქართვ. რესპუბლიკის მრეწველობის მინისტრის მოადგილე (1991-1995) . ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი. ჯილდოები, პრემიები და პრიზები: მიღებული აქვს ღირსების ორდენი.