-
ავტორი
- კატეგორიები: ჟურნალისტი პედაგოგი
ტალახაძე ნანული ავთანდილის ას (10.IX.1955, ქ. თბილ.), დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტი, ჟურნალისტიკის სპეციალობით (1978); ი. ჭავჭავაძის სახ. თბილ. უცხო ენათა პედ. ინ-ტი, ფრანგ. ენის მასწავლებლის კვალიფიკაციით (1985); თსუ-ის ჟურნალისტიკის ფაკ-ტის ასპირანტურა (1988). დაიცვა დისერტაცია თემაზე: „საქართველოში რადიოჟურნალისტიკის ჩასახვისა და განვითარების გზა (1924-1956 წწ.)“ და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნ. დოქტორის წოდება (1993). მუშაობდა საქართვ. ტელე-რადიომაუწყებლობის სახელმწ. კომიტეტის მხატვრულ გადაცემათა რედაქციის რედაქტორად და ჟურნალისტად (1978-1985); თსუ-ის სასწ.-სამეცნ. კინო-ტელე-ფოტო ლაბორ. რედაქტორად (1989-2005). იკავებდა სხვადასხვა უმაღლ. სასწავლებლის („მცირე აკადემია“, „იბერია“, დ. აღმაშენებლის სახ. თბილ. უნ-ტი და სხვ.) პროფესორისა და დეკანის პოზიციებს. იყო თსუ-ის ახალციხის ფილიალის ჟურნალისტიკის განყ-ბის გამგე და ასოცირებული პროფესორი (1993-2018); ხოლო უნ-ტის სტატუსის შეცვლის შემდეგ — სამცხე-ჯავახეთის სახელმწ. უნ-ტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნ. ფაკ-ტის ჟურნალისტიკის მიმართულების ასოცირებული პროფესორი, სრული პროფესორი და პროგრამის ხელმძღვ. (2008-დან). პარალელურად, არის თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნ. ფაკ-ტის ჟურნალისტიკისა და მასკომუნიკაციის მიმართულების ასოცირებული პროფესორი (2005-დან); ჟურნალისტიკისა და მასკომუნიკაციის მიმართულების საბაკალავრო პროგრამის თანახელმძღვანელი (2018-2021) და სამაგისტრო პროგრამის „მედია და ახალი ტექნოლოგიები“ თანახელმძღვანელი (2019-2021). პედაგოგიური საქმიანობის გარდა, მუშაობდა თსუ-ის სასწ.-სამეცნ. კინო-ტელე-ფოტო ლაბორ. რედაქტორად (1989-2005) და მონაწილეობდა სასწ.-სამეცნ. და დოკუმენტური ფილმების მომზადებაში. მისი ავტორობითა და თანაავტორობით გადაღებულია სასწ.-სამეცნ. ფილმები: „სიმონ ყაუხჩიშვილი“; „ნიკო ნიკოლაძე“; „ქართველოლოგიური სკოლა“; „სოლომონ ხუციშვილი“; „თსუ-75“; „თსუ-80“ და სხვ. ამავდროულად, ტ.ნ. ინტენსიურად ეწეოდა სამეცნ. საქმიანობას, სისტემატურად მონაწილეობდა ადგილობრივ და საერთაშ. სამეცნ. კონფერენციებში, არის ერთი წიგნისა და რამდენიმე სახელმძღვანელოს თანაავტორი, 30-ზე მეტი სამეცნ. პუბლიკაციის ავტორი და თანაავტორი. ასევე, მონაწილეობდა თსუ-ის მიზნობრივ სამეცნ. საგრანტო პროექტში ,,1918-1921 წლების ქართული პლურალისტური მედიის ძირითადი სტრატეგიები“ (2015 ).
თხზ.: ტალახაძე, ნ. (თანაავტორი). (2009). საქართველოს რადიოს ისტორია : სახელმძღვ. თბ., უნ–ტის გამ–ბა, ISBN: 9789941131172.