თაქთაქიშვილი ალექსანდრე ლევანის ძე
თაქთაქიშვილი ალექსანდრე ლევანის ძე

თაქთაქიშვილი ალექსანდრე ლევანის ძე  (17.III. 1957, თბილისი). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1979). ამავე წელს დაიწყო მუშაობა აბასთუმნის ასტროფიზ. ობსერვატორიის თეორ. ასტროფიზიკის განყ-ბაში; დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია მოსკოვის კოსმოსური კვლევების ინ-ტში (ИКИ) სახელწოდებით: ’’პლაზმური პროცესების გავლენა დენის შრეებში რღვევითი არამდგრადობების განვითარებაზე’’ (1984); თბილ. დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, თემაზე: ’’მაგნიტური ველები და ნაწილაკების დინამიკა დენის შრეებში, აბასთუმნის ობსერვატორიის სამეცნ. საბჭოზე (2001); გადავიდა საცხოვრებლად აშშ-ში (2003-დან), სადაც ჯერ მუშაობდა ფლორიდის უნ-ტში, ხოლო შემდეგ მუშაობა დაიწყო NASA-ს Goddard Space Flight Center-ში, კოსმ. ამინდის ლაბორატორიაში (2005-დან), სადაც მუშაობდა პენსიაში გასვლამდე (2025); მის კვლევის თემატიკა არის პლაზმის, დედამიწის მაგნეტოსფეროს და მზის ფიზიკა. ბოლო წლებში, ნასა-ში ის მუშაობდა კოსმ. ამინდის მოდელირების საკითხებზე. გამოქვეყნებული აქვს სამცნ. სტატია მაღალ რეინტიგულ საერთაშ. ჟურნ.

თხზ.: Taktakishvili, A. (თანაავტორი). (1995). Energization of ions in near-Earth current sheet disruptions. Geophys. Res. Lett., vol. 22, No 5, pp. 627-630;  Taktakishvili, A. (თანაავტორი). (2001). Magnetic Turbulence and Ion Dynamics in the Magnetotail. Astrophysics and Space Science 277, pp. 71–79; Taktakishvili, A. (თანაავტორი). (2007). Buildup of the ring current during periodic loading-unloading cycles in the magnetotail driven by steady southward interplanetary magnetic field. J. Geophys. Res., 112.