-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი მასწავლებელი მეცნიერ თანამშრომელი
თაფლაძე თამარ ხუტას ასული (18.IV.1964, თბილისი), ეკონომისტი. თსუ-ის შრომის ეკონომიკის ფაკ-ტი (1980-1985), საქართვ. მეცნ. აკად. ეკონომიკის ინ-ტის ასპირატურა (1985-1988). თსუ–ის სახ. მეურნეობის დაგეგმვის ფაკ-ტზე მრეწვ. და სოფლის მეურნეობის კათედრის უფრ. მასწავლებელი (1994-2000), საქართვ. პარლამენტის ეკონ. პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი (1996-2006), თსუ–ის პ. გუგუშვილის ეკონომიკის ინ-ტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი (1991-2008), მეცნიერ თანამშრომელი (2009-2025). არის 50-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორი მათ შორის ერთი მონოგრაფიის.
თხზ.:თაფლაძე, თ. (თანაავტორი). (2015). საქართველოს ეკონომიკა: რეფორმები და ფსევდორეფორმები. თბ., ინტელექტი; თაფლაძე, თ. (2017). ესპანეთის ინოვაციური სისტემა. სამეცნ. შრომების კრებ. ტ. X, გვ. 433-443. თბ., უნ–ტის გამ–ბა; თაფლაძე, თ. (თანაავტორი). (2018). ეკონომიკისა და ეკონომიკური მეცნიერების განვითარების თანამედროვე ტენდენციები (6-7 ივლისი, 2018) = Modern tendencies of development of economy and economic science (6-7 July, 2018): პროფესორ გ. პაპავას დაბადებიდან 95-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშ. სამეცნ.-პრაქტ. კონფერენციის მასალების კრებ. თბ., უნ–ტის გამ–ბა; თაფლაძე, თ. (თანაავტორი). (2022). ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური უსაფრთოება ბენელუქსის ქვეყნებში. სამეცნ. შრომების კრებული = Proceedings of scientific works, N 15. გვ. 326-344. თბ., უნ–ტის გამ–ბა.