-
ავტორი
- კატეგორიები: პოლიტიკოსი საპატიო დოქტორი
თაფანი ოქან (Tapani Okan, ) თსუ-ის დიდმა სამეცნ. საბჭომ თურქი ბიზნესმენი აირჩია საპატიო დოქტორად (02.03.1998).
თ. ო.-მა უმაღ. განათლება ახლო აღმოსავლეთის ტექ. უნ-ტში მიიღო. მისი მოღვაწეობა დაკავშირებულია ტექნიკის, ეკონომიკის, ფინანსების, საერთაშ. მენეჯმენტისა და სოც. დაცვის სფეროებთან. მას ეკავა გენ. მენეჯერის თანამდებობა სხვადასხვა კომპანიაში (Devsan Food Industry, Çukurova Construction Materials, 1974-1977, 1977-1980). იყო სუმერბანკის მრჩეველი (1980-1988), შემდეგ კი – ტექსტილბანკის გამგეობის წევრი (1987-1988). იგი თურქეთის სახელმწ. სოც. უსაფრთხოების ორგანიზაციის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა (1988-1989).
თ. ო. რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპანიის დამფუძნებელია (TradeCom Oils and Minerals Inc., 1989; Anadolu Construction Machinery Ind. Inc., 1992; Ana-Trade International Trade Inc. 1994; Epope Consulting, 2002; Deep Ltd. Co. 1010). იგი არის პოლარული ფინანსების გამგეობის თავმჯდომარე (2008).
თ. ო., როგორც „კასპიან ტრანს კომპანის“ (TransCo) დამფუძნებელი (1996), პარტნიორი და პრეზიდენტი, წარმატებით ხელმძღვანელობდა საქართვ. ტერიტორიაზე ნავთობის ტრანსპორტირების ორგანიზაციას. იგი თანამშრომლობდა თსუ–ის გეოგრაფია–გეოლოგიისა და ეკონ. დარგების ფაკ-ტებთან. იყო მნიშვნელოვან ღონისძიებათა ინიციატორი.