თადუმაძე თამაზ
თადუმაძე თამაზ

თადუმაძე თამაზ აბესალომის ძე (06.XII.1947, სოფ. ხუნჯულაური, სამტრედიის მუნიციპალიტეტი). მათემატიკოსი, თსუ-ის პროფესორი (2006),  ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1985). თსუ-ის  დიფერენციალური განტოლებების კათედრის გამგე (2006). თსუ-ის ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათ. ინ-ტის დიფერენციალური განტოლებებისა და მართვის თეორიის განყ-ების გამგე (1993-2006), დიფერენციალური განტოლებებისა და ოპტიმალური მართვის  განყ-ების გამგე (2017). თსუ-ის სადოქტრო პროგრამის ”მათემატიკა” კოორდინატორი-თანახელმძღვ. (2007). თსუ-ის მათ. დეპარტ. სადისერტაციო მუდმივმოქმედი დარგობრივი  კომისიის თავ-რე (2007). მრავალი სამეცნ.-სადისერტაციო საბჭოს და სამეცნ. ჟურნ. რედკოლეგიის წევრი. მისი  ხელმძღვანელობით დაცულია ათი სადოქტორო დისერტაცია. ჟურნ. ”ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის სემინარი, მოხსენებები”, რედაქტორი (2009-დან). საქართვ, მეცნ. ეროვნ. აკად. ა. რაზმაძის სახ. პრემიის ლაურეატი (2001), დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2013) და თსუ-ის ივ. ჯავახიშვილის სახ. მედლით (2017).  ის მონაწილეა მრავალი სამეცნ. კონფერენციის (ბულგარეთი, იტალია, ინდოეთი, მაროკო და სხვა), მართვის თეორიის პრობლემებზე მოხსენება  წაკითხული აქვს უცხოეთის მრავალ უნ-ტში (პოლონეთი, აშშ, საფრანგეთი, ისრაელი, ერაყი და სხვა). მეცნ. კვლევების მიმართულებები: ფუნქციონალურ-დიფერენციალური განტოლებების  ოპტიმალური მართვა; რეგულ. შეშფოთებები ოპტიმალურ ამოცანებში; ცვლადსტუქტურიანი ოპტიმალური ამოცანები; ფუნქციონალურ-დიფერენციალური განტოლებების კორექტულობა და ამონახსნის წარმოდგენის ფორმულები; შებრუნებული ამოცანები და სენსიტიური ანალიზი.

თხზ.:  Tadumadze, T. (1983). Some  problems of the qualiitative theory of optimal control. (Russian), Tbilisi University Publishing House, Tb.; Tadumadze, T. (თანაავტორი). (2007). Formulas for the variation of a solution and optimal control problems for differential equations with retarded arguments. J. Math. Sci. (N.Y.) 140 no. 1, p. 1–175; Tadumadze, T. (2017). Variation formulas of solutions for functional differential equations with several constant delays and their applications in optimal control problems. Mem. Differential Equations Math. Phys., vol. P.70 7–97.