-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოლოგი
ტაბუცაძე სოლომონ ვლადიმერის ძე (17. XII. 1954, ონი), ფილოლოგი, ასოცირებული პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტი (1982). არის ფილოლოგიის დოქტორი (2017); მისი სადისერტაციო ნაშრომის თემაა: „ავტორის პრობლემა XX საუკუნის ლიტერატურულ-თეორიულ კონცეფციებში“. ტ. ს. იყო შოთა რუსთაველის ქართ. ლიტ-რის ინ-ტის ლაბორანტი (1983-1988); ამავე ინ-ტის სამეცნ. ბ-კის გამგე (1988-1999); თანარედ. ინგლისურენოვანი ჟურნ. „Georgian Folklore“ (1999); სალიტ.-სამეცნ. გაზეთ „კალმასობის“ რედკოლეგიის წევრი (1999); ექვთიმე თაყაიშვილის სახ. კულტ. და ხელოვნ. სახელმწ. უნ-ტის მოწვეული ლექტორი (1993-1996); შოთა რუსთაველის ქართ. ლიტ-რის ინ-ტის სამეცნ. ხარისხის მაძიებელი (1994-2007); სულხან-საბა ორბელიანის სახ. თბილ. სახელმწ. პედ. უნ-ტის ფილოლოგიის ფაკ-ტის ლიტ-რის თეორიის მოწვეული ლექტორი (2002-2005); თსუ-ის დოქტორანტი (2009-2017). იყო შემდეგი წიგნების რედ.: ევა ევდოშვილის „დღიური“ (2007); ბათუ დანელიას „Mirabilis vita“ (ლექსების კრებ.) (2008); ნიკა ხოფერიას „ქართული სამხედრო ხელოვნების ისტორია“ (2018); „ქართული ტრადიციული კულტურის ისტორია“ (2017); ლევან თავლალაშვილისა და ნიკოლოზ შონიას „ქართველი მეფეები“ (2019); ქეთო ნინიძის „აპოკრიფული სადღეგრძელოები“ (2023). იგი აგრეთვე იყო ლიტერატურულ-თეორ. სამეცნ. წელიწდეულის-„სჯანის“ პასუხისმგებელი მდივანი (2005-2018). „ლიტერატურის თეორია: XX ს-ის ძირითადი მეთოდოლოგიური კონცეფციები და მიმდინარეობები“ (სახელმძღვანელო ჰუმანიტარული პროფილის სტუდ-თვის) სარედ. კოლეგიის წევრი (2008). სალიტ. სამეცნ. კრ. „ლიტერატურული ძიებანის“ პასუხისმგებელი მდივანი (2006-2025); შოთა რუსთაველის ქართ. ლიტ-რის ინ-ტის ლიტ-რის თეორიის განყ-ბის მეცნიერ-თანამშრომელი; განყ-ბის სწავლული მდივანი (1999-2006); ამავე ინ-ტის საგამომცემლო საქმის კოორდინატორი (2006-2014). ტ. ს. მუშაობდა მემარცხენე ლიბერტარიანიზმის საკითხებზე აშშ-ში, ნიუ-ჯერსის საბიბლიოთეკო სისტემაში (SCLSNJ) (2021.07-2021.09); იყო შოთა რუსთაველის ქართ. ლიტ-რის ინ-ტის ლიტ-რის თეორიისა და კომპარატივისტიკის სამეცნ. განყ-ბის მეცნიერ-თანამშრომელი (2014); თსუ-ის ჰუმანიტარული ფაკ-ტის ფილოლოგიის მიმართულების ზოგადი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის ინ-ტის ასისტენტ-პროფესორი (2007–2017); თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის პედაგოგი (2017-2021); თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის ასოცირებული პროფესორი (2021); გრიგოლ კიკნაძის სახ. სამეცნ. პრემიის საკონურსო ჟიურის წევრი (2022); თათია ობოლაძის („ახალი მითოლოგია და ქართული სიმბოლიზმი ევროპულ კონტექსტში“, 2022); გიული კალატოზიშვილის („ფუტურიზმი: ქართული და ევროპული ლიტერატურული გამოცდილება“, 2022); დავით ბარბაქაძის („ფილოსოფიასა და პოეზიას შორის დიალოგის გერმანულენოვანი გამოცდილება: (ვაიმარული კლასიკიდან ვენურ მოდერნამდე“, 2023) სადისერტაციო ნაშრომების დაცვის კომისიის წევრი და თავმ-რე (2023). ტ. ს. ავტორია ნაშრომების: „რადიკალური მემარცხენეობდან ცენტრისტულ ლიბერალამდე – ნიკო ნიკოლაძე“ (2022); „ეკონომიკა და რომანი“ (2017); „სოფლისა და ქალაქის ანტინომია“ (2017); „რომანი პოლიტეკონომიის კონტექსტში“ (2017); „Autor’s Modality in Agota Kristof’s Novel The Notebook“ (2016); „პიერ ბურდიეს ლიტერატურული ველის თეორია“ (2015); ლიტერატურისმცოდნეობა და მისი შემადგენელი ნაწილები (2012); „ქართული ფოლკლორის ეგზისტენციალური ისტორია“ (2010); „იდეოლოგიური კატაკომბების აჩრდილები“ (2005).
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): ტაბუცაძე, ს. (თანაავტორი). (1999). ქართველ ებრაელთა ყოფა და ფოლკლორი. თბ., ISBN 9992815361; ტაბუცაძე, ს. (2009). უბრალო დამატება: (კრიტიკული წერილების კრებული). თბ., უნივერსალი, ISBN 9789941012082; ტაბუცაძე, ს. (თანაავტორი). (2016). მოდერნისტული პარადიგმის დამკვიდრება და განვითარება. კრებული: ქართული მოდერნიზმის ტიპოლოგია. თბ., მერიდიანი. ISBN 9789941250279; ტაბუცაძე, ს. (თანაავტორი). (2016). ცხოვრება როგორც ლიტერატურა და ლიტერატურა როგორც ცხოვრება: კრებ.: ქართული მოდერნიზმის ტიპოლოგია. თბ., მერიდიანი, ISBN 9789941250279; ტაბუცაძე, ს. (2021). ლიტერატურისმცოდნეობითი კომპილაციები (ლიტერატურულ-კრიტიკული წერილები). თბ., უნივერსალი, ISBN 9789941330568.