-
ავტორი
- კატეგორიები: ქიმიკოსი
თაბუკაშვილი ზურაბ შოთას ძე (05.I.1957, თბილისი - 2025, თბილისი), ქიმიკოს-ტექნოლოგი. დაამთავრა სპი-ის ინჟ.-ქიმიკოსი-ტექნოლოგის სპეციალობით, მაგისტრის აკად. ხარისხთან გათანაბრებული (1979). მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკადემიის პ. მელიქიშვილის ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის მაღალმოლეკულურ ნაერთთა ლაბორ. მეცნიერ-თანამშრომლად (1988–2010), თსუ-ის პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის მაღალმოლეკულურ ნაერთთა ლაბორ. მეცნიერ-თანამშრომლად (2011-2025). მეცნ. ინტერესების სფერო იყო: ახ. სახის პოლიმერების მიღება და კვლევა. მნიშვნელოვანი კვლევები აქვს ჩატარებული პოლიკონდენსაციის რეაქციის მიზანმიმართული წარმართვით ნანოსტრუქტურული კომპონენტებით პლაკირებული პოლიმერების მისაღებად. თ.ზ. თანაავტორია 63 სამეცნ. პუბლიკაციის, მათ შორის: სამეცნ. სტატიები - 32, კონფერენციების და სიმპოზიუმების თეზისები - 23 და პატენტები - 8. იყო საერთაშ. და ადგილ. სამეცნ. გრანტების მონაწილე: STCU „კონტროლირებადი გამოთავისუფლებული სასუქები იონმიმოცვლითი და პოლიმერული კომპოზიციების ბაზაზე“; ISTC „ახალი თაობის პროლონგირებული მოქმედების კომპლექსური სასუქები დაბინძურებისაგან გარემოს დასაცავად“; ISTC „ნეიტრონული გამოსხივების წყაროსთვის აბსორბციული თვისებების მქონე მყარი და ელასტიური სტრუქტურის მქონე მასალების მიღების ტექნოლოგიის დამუშავება“; FR „პროლონგირებული და ბიოდეგრადირებადი პოლიმერული გვარჯილის სინთეზი და კვლევა; მის საფუძველზე მულტიკომპონენტიანი დრაჟირებული კომპოზიციის მისაღებად ინოვაციური ტექნოლოგიის შემუშავება“; FR „პოლიფენილენოქსიდის და გრაფიტის სტრუქტურაზე, ტრიბოქიმიურ და ტრიბოტექნიკურ თვისებებზე მოდიფიცირების პროცესის გავლენის შესწავლა გაუმჯობესებული თვისებების ანტიფრიქციული მასალების მიღების მიზნით“.