-
ავტორი
- კატეგორიები: მწერალი დრამატურგი თბილისის საპატიო მოქალაქე
თაბუკაშვილი ლაშა (23 . XI. 1950, თბილისი) ქართვ. მწერალი, დრამატურგი, თბილ. საპატიო მოქალაქე (2015). თ. ლ.-მ დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი. იგი იყო მწერალთა კავშირის უცხოეთთან ურთიერთობის განყ-ბის რეფერენტი; კინომსახიობთა თეატრ. ლიტ. ნაწილის, გამგე (1975-1981); კინოსტუდია ,,ქართული ფილმის მწერალთა შემოქმედებითი გაერთიანების“, წევრი (1981-1986); ,,მწერალთა კავშირის“, წევრი (1978-1998); ,,მწერალთა კავშირის“, მდივანი (1986-1988). მან ჟურნ. „XX საუკუნესთან“ დააარსა მწერალთა კავშირის კლუბი - „XX საუკუნე“ (1998). მისი ლიტ. დებიუტი შედგა ჟურნ. ,,ცისკარში“ მოთხრ. – „მოკლეს ბიჭი“ (1969 ). სულ დაბეჭდილი აქვს ოცამდე მოთხრ., რ-იც მრავალ ენაზეა ნათარგმნი. ლ. თ. პიესები დადგმულია ყოფილი საბჭ. კავშირის თითქმის ყველა რესპ. აკად. თეატრ., ასევე ჩეხოსლოვაკიასა და გერმ. მისი ბიოგრაფია შეტანილია იუჯინ ონილის სახ. დრამატურგთა ცენტრის კატალოგში „100 ყველა დროის ცნობილი დრამატურგი“. მისი პიესებია: ,,ჭრილობა’’; ,,დარაბებს მიღმა გაზაფხულია’’; ,,ძველი ვალსი’’; ,,ათვინიერებენ“; ,, შენკენ სავალი გზები“; ,,მაგრამ უფლება არ მოუცია“; ,,ნატაძრალზე“; ,,მერე რა, რომ სველია, სველი იასამანი!“; ,,თოვლივით თეთრი თოვლი“; ,,ასტეროიდი“; ,,სადღაც, ცისარტყელას მიღმა“ და ა.შ. თ. ლ.-ს მიღებული აქვს სხვადასხვა პრემიები და სახელმწ. ჯილდოები: შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. პრემია, წლის საუკეთესო პიესა „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“ (2005); "ათვინიერებენ მიმინოს" ("სულის სამჭედლო, ანუ სისხლი სისხლის წილ") კომკავშირის პრემია; თეატრ., პრემია „დურუჯი“, საუკეთესო ქართ. თანამედროვე პიესა (2010); ლიტ. პრემია საბა „დრამატურგიის“ ნომინაციაში წიგნისათვის – „სადღაც, ცისარტყელას მიღმა...“( 2017).
თხზ.: (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): თაბუკაშვილი, ლ. (1985). შენსკენ სავალი გზები. თბ., მერანი; თაბუკაშვილი, ლ. (1999). მერე რა, რომ სველია, სველი იასამანი: (პიესა 2 მოქმედებად). თბ., საარი, ISBN 9992839031; თაბუკაშვილი, ლ. (2001). თოვლივით თეთრი თოვლი. თბ., ბაკურ სულაკაურის გამ-ბა; თაბუკაშვილი, ლ. (2015). ერთიც გაგვიცინე, გუინპლენ!: რომანი.- თბ.; ინტელექტი.