ტაბიძე მირიან დუგლასის ძე
ტაბიძე მირიან დუგლასის ძე

ტაბიძე მირიან დუგლასის ძე (20.XII.1956, თბილისი), წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1980) და იმავე წელს დაიწყო მუშაობა თსუ-ის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტში უფრ. მეცნიერ თანამშრომლის პოზიციაზე (2007-მდე). ტ. მ.-ს მიენიჭა ფიზ. მათ. მეცნ. კანდ. აკად. დოქტორის ხარისხი სადისერტაციო ნაშრომზე: "Исследование  ωω  систем образующиеся  в p-p соударениях при импульсе 38 ГэВ/с" (1991). იგი ხანგრძლივი სამეცნ. მივლინებებით იმყოფებოდა სხვადასხვა წამყვან სამეცნ. ცენტრში: სერპუხოვის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტი (IHEP, პროტვინო, რუსეთი, 1985-1990), ბირთვული კვლევების გაერთ. ინ-ტი (JINR, დუბნა, რუსეთი, 1996-1998), ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრი (CERN, ჟენევა, შვეიცარია, 1998-2000), ბირთვული კვლევების ნაციონალური ცენტრი (INFN, ფრასკატი, იტალია, 2000-2004), იულიხის კვლევითი სამეცნ. ცენტრი (FzJ, გერმანია, 2004-2024). ტ. მ. მუშაობდა თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტზე ლაბორ. გამგედ (2007-2019). დღემდე მუშაობს თსუ-ის ნ. ამაღლობელის სახ. მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტში მთ. მეცნიერ თანამშრომლად (2019-დან). ინ-ტის სამეცნ. საბჭოს მიერ არჩეულ იქნა დირექტორად (2024-დან). ტ. გ. მონაწილეობს მრავალ საერთაშ. პროექტსა და თანამშრომლობაში: MIRABELE, EHS, GAMS, DELPHI, KLOE, ANKE, PAX, JEDI; ტ. გ.-ს სამეცნ. კვლევების სფეროა: ნაწილაკთა სპექტროსკოპია, CP დარღვევის ფენომენის შესწავლა, სპინის ფიზიკა. ტ. გ.-ს კოლეგებთან ერთად მიღებული აქვს 13-ზე მეტი ადგილ. და საერთაშ. სამეცნ. ფონდების გრანტი. სხვადასხვა წლებში იყო  სამი სადოქტორო და რამდენიმე სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვ.; ტ. გ. არის ერთი წინის (სახელმძღვანელო) და 90-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორი/თანაავტორი. ნაშრომების უმეტესი ნაწილი გამოქვეყნებულია საერთაშ. სამეცნ. ჟურნალებში, განთავსებულია მაღალი ენერგიების ფიზიკის საერთაშ. სამეცნ. ბაზაში:,,Further Study of Mesons Which Decay Into ωω​” (Phys.Lett.B 241, 1990); ,,Bose-Einstein correlations in W+ W- events at LEP2” (Eur.Phys.J.C 44, 2005); ,,How to reach a thousand second inplane polarization lifetime with 0.97GeV/ c deuterons in a storage ring” (Phys.Rev.Lett. 117, 2016).

თხზ.: ტაბიძე, მ. (2024). სწავლების STEM მიდგომა. თბ., მწიგნობარი, ISBN 9789941516146.