ტაბატაძე თეიმურაზ (01.I.1968, ჭიათურა). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი. რადიოფიზიკისა და ელექტრონიკის სპეციალობის განხრით (1992). რადიოტექნიკის კათედრის ასპირანტი (1992-1995). მუშაობდა ფიზიკის ფაკ-ტის მიკროპროცესორებისა და მიკროპროცესორული სისტემების კათედრის მეცნ. თანამშრომლად (1998-2006). მუშაობს თსუ-ის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტში ქსელისა და სერვერული სისტემების განყ-ბის უფროსი (2006-დან). არის “CISCO-ს” საერთაშ. ქსელური აკადემიის სერტიფიცირებული სპეციალისტი - ინსტრუქტორი (2007-დან). დაიცვა დისერტაცია თემაზე - “ელექტრონულ კომპონენტთა საიმედოობაზე დაჩქარებული გამოცდების შემუშავება და კვლევა”. მიენიჭა საინჟ. მეცნ. დოქტორის სამეცნ. ხარისხი (2009). გამოქვეყნებული აქვს 10 სამეცნ. სტატია და სახელმძღვანელო საიმედოობისა თეორიის, მათ. სტატისტიკის და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით როგორც ინდივიდუალურად ისე თანაავტორობით, კვლევის ინტერესების სფეროა - რადიოტექნიკა, საიმედოობაზე დაჩქარებული გამოცდები, კომპიუტერულ-საკომუნიკაციო ქსელები, ინტერნეტ ტექნოლოგიები.