ტაბატაძე მარინა პეტრეს ასული
ტაბატაძე მარინა პეტრეს ასული

ტაბატაძე მარინა პეტრეს ასული (20.III.1959, ოზურგეთი, ურეკი), ეკონომისტი, თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის  ფაკ-ტის მაკროეკონომიკის კათედრის ასიტენტ პრო­ფე­სო­რი, ეკონომიკის აკად. დოქტორი.  წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის სახ. მეურნეობის დაგეგმვის ფაკ-ტი (1979), დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „მანქანური სისტე­მების მართვის მექანიზმები ეკონომიკასა და სოფლის მეურნეობაში“ და მიენიჭა ეკონომიკურ მეცნ. კანდიდატის სამეცნ. ხარისხი (1991). მისი სამეცნ. კვლე­ვების სფეროა: ეკო­ნომიკის სახელმწ. რე­გუ­ლირება, ეკონომიკის მდგრა­­დი განვითა­რება და მაკროეკონომიკის სხვა აქტუალური საკი­თხე­ბი. მეც­ნიე­რის განსაკუთ­რე­ბული ინტერესის საგანია საქართვ. ეკო­ნომიკის სტრუქ­ტურული და რეგიო­ნუ­ლი პრიორი­ტე­ტე­ბი, კრიზისების მართვის და პოსტკრიზისული რეგუ­ლირების, უმაღ. განათლების პრობ­ლე­მები. ტ.მ. ჩართულია საქართველოში საერთაშ. სტან­დარ­ტებზე დაფუძნებული განათლების თანამედროვე სისტემის ფორმირების პრო­ცესში, იგი მუშაობს განათლების ინტერნაციონალიზაციის და უცხოელ მეცნიერებთან თანამშრომლობის საკითხებზე. ამ პლატფორმის ფარგლებში მონაწილეობს საერთაშ. კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში. აღსანიშნავია მეცნიერის ვიზიტები ვაშინგტონში, სან-ანტონიოში, პარიზში, დუ­ბაიში, ბორდოში, გრენობლში, ანკარაში, ალმათიში, რიგაში და სხვ. მისი მეც­ნ. მიღწევების აღიარებაა ის, რომ იგი არის სხვადასხვა საერთაშ. სიმ­პოზიუმის სამეცნ. კო­მი­ტეტის წევრი და ექსპერტი აშშ-ში, საფრანგეთში, ლატვიაში, ყაზახეთში. ტ.მ. უნ-ტის გარდა, ხანგრძლივ პე­და­გოგიურ საქმიანობას ეწეოდა საქართვ. ტექნ. უნ-ტსა  და სოხუმის უნ-ტში, სეუ-ში, თბილ. პოლიტიკურ აკადემიაში, ი. ჭავჭავაძის სახ. თბილ. სახელმწ. უნ-ტში. იგი არის რამოდენიმე სამეცნ. გამოცემის სარედაქციო კოლეგიის წევრი. არის საქართვ. ბიზნესის მეცნ. აკადემიის წ.კორ. და BPF საფრანგეთის ბიზნეს-დოქტორანტთა ასოციაციის  უცხოელი კონსულტანტი და წარმომადგენელი  თსუ-ში. აქტიურად თანამშრომლობს შ. რუსთაველის სახ. საქართვ. ეროვნ. სამეცნ. ფონდთან, არის ფონდის სხვადასხვა საგრანტო კონკურსის კომისიის ექსპერტი და ამასთან შვიდი გამარჯვებული საგრანტო პროექტის წევრი. ხანგრძლივი პედაგ.  და  სამეცნ.  საქმიანობისათვის დაჯილდოებულია  მრავალი  მედლით-საერთაშ. სამეცნ.  ასოციაცია Worid Science–ის დიპლომით - „აქტიური კვლევითი საქმიანობისა და თანამედროვე მეცნიერების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის“ (დუბაი, 2020); თსუ-ის ეკონომ. და ბიზნესის ფაკ-ტის ჯილდოთი საერთაშ. რეცენზირებად და მაღალი იმპაქტ-ფაქორის მქონე ჟურნალში სტატიის გამოქვეყნებისთვის (2023); თსუ-ის ეკონომ. და ბიზნესის ფაკ-ტის მადლობის სიგელით მაკროეკონომიკის კათედრის სტუდენტთა სამეცნ. წრის - MAKROLAB ხელმძღანელობისთვის და კონფერენციების ორგანიზებისთვის (2018-2024); ტ.მ. არის სხვადასხვა სამთავრობო ღონისძიების მონა­წილე, არასამთავრობო ორგანიზაციის თავ-რე და კონსულტანტი.  ტ.მ. არის 3 სახელმძღვანელოს, 6 მონოგრაფიისა და მრავალი სტატიის ავტორი.

თხზ.:ტაბატაძე, მ. (თანაავტორი). (2004). რეგი­ონული ეკონომიკა. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN9994012738; ტაბატაძე, მ. (2007). ადგილობრივი თვითმმართველობის სუბიექტების სოციალურ ეკონომიკური განვითარების სტრატეგია. თბ., უნივერსალი; ტაბატაძე, მ. (2010). სახელმწიფოს პოსტკრიზისული სტრატეგია. თბ., უნტ–ის გამ–ბა, ISBN978994361654; ტაბატაძე, მ. (2010). ვისაც  ეკონომიკა უყვარს. თბ., გამომც.  MPG,  ISBN 9789941318684.