-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი კურსდამთავრებული
ტაბატაძე გიორგი თეიმურაზის ძე (21.02.1982, თბილისი). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი ფიზ. ინფორმატიკის სპეციალობით (2003); სწავლა განაგრძო მაგისტრატურაში, ნევადის ლას‑ვეგასის უნ-ტში (UNLV, Las Vegas, NV), სამედ. ფიზიკის სპეციალობით (2007); აიდაჰოს სახელმწ. უნ-ტში (ISU, Pocatello, ID) დაიცვა დოქტორის ხარისხი გამოყენებითი ფიზიკის მიმართულებით, ჯანმრთელობის ფიზიკის სპეციალიზაციით (2012). სადისერტაციო თემაა: ’’STUR Case 0102 voxel phantom for external gamma-ray detector response simulation’’. სტუდენტობის პერიოდში მოიპოვა სახელმწ. და საუნივერსიტეტო დაფინანსება, ხოლო დოქტორანტურის წლებში მიენიჭა აშშ-ის ჯანმრთელობის ფიზიკის საზ-ების პრესტიჟული Richard J. Burk, Jr.-ის სახ. სტიპენდია (2010). მისი პროფესიული საქმიანობა იწყება აიდაჰოს სახელმწ. უნ-ტის გარემოს რადიაციული შეფასების ლაბორატორიაში, სადაც მუშაობდა კვლ. ასისტენტის პოზიციაზე და მონაწილეობდა რადიაციული გაზომვების, რადიონუკლიდების ანალიზისა და დოზიმეტრიული მოდელირების კვლევებში (2008-2012); დოქტორანტურის დასრულების შემდეგ (2012–2014) მუშაობდა ასისტენტ პროფესორად აიდაჰოს სახელმწ. უნ-ტის ბირთვული ინჟინერიისა და ჯანმრთელობის ფიზიკის დეპარტამენტში. ასრულებდა სამეცნ. კონსულტანტის მოვალეობას თანამედროვე ენერგიების კვლ. ცენტრში (CAES, Idaho Falls, ID) (2013). ამჟამად მოღვაწეობს ვაშინგტონის შტატის უნ-ტში (WSU, Richland, WA) (2014-დან), სადაც არის ფარმაციისა და ფარმაცევტული მეცნიერებების კოლეჯის ასოცირებული პროფესორი და ამავე კოლეჯის ფარგლებში მოქმედ აშშ ტრანსურანული ელემენტებისა და ურანის რეგისტრების (USTUR) ასისტენტ დირექტორი. მისი კვლ. საქმიანობა ფოკუსირებულია რადიაციული გაზომვების თანამედროვე მეთოდოლოგიებზე, რადიონუკლიდების მიკრო‑განაწილების შესწავლაზე ადამიანის ქსოვილებში, რადიაციული ტრანსპორტის მოდელირებაზე და მიკროდიზიმეტრიაზე. არის მრავალი რეცენზირებადი სამეცნ. პუბლიკაციის ავტორი და თანაავტორი. მისი კვლ. საქმიანობა დაფინანსებულია აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის (DOE) მრავალწლიანი, მრავალმილიონიანი გრანტებით, სადაც ასრულებს თანა‑მკვლევარის რანგში მნიშვნელოვან როლს USTUR‑ის ოპერირებისა და სამეცნ. ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესებში; არის საქართვ. შოთა რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდის პროექტის „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა რადონის ყოვლისმომცველი მონიტორინგისა და დოზიმეტრიის მეშვეობით ურბანულ თბილისში“ ხელმძღვ. (2025-დან); საქართვ. ჯანმრთელობის ფიზიკის ასოციაციის წევრი და თანა‑დამფუძნებელი (2007-დან), იყო ვაშინგტონის შტატის ჯანმრთელობის ფიზიკის საზ-ების პრეზიდენტი (2017-2020); ამერიკის ჯანმრთელობის ფიზიკის საზ-ების დირექტორი (2025-დან). აქვს მრავალწლიანი პედ. გამოცდილება და კითხულობდა ლექციებს რადიაციული ფიზიკის, რადიაციული ტოქსიკოლ., დოზიმეტრიისა და რადიაციული გაზომვებისა და დეტექტირების მიმართულებით. ასევე მონაწილეობდა რამდენიმე საერთაშ. საგანმან. პროგრამასა და ინიციატივაში, მათ შორის ევროპის რადიაციული დოზიმეტრიის ჯგუფის (EURADOS) და რადიაციული დაცვის საერთაშ. კომისიის (ICRP) ერთობლივ საგანმან. პროექტებში (2024).
თხზ.: Tabatadze, G. (თანაავტორი). (2019). Validation of a system of models for plutonium decorporation therapy. Radiation and Environmental Biophysics 58, pp. 227-235; Tabatadze, G. (თანაავტორი). (2019). Mapping 241Am spatial distribution within anatomical bone structures using digital autoradiography. Health Physics 117: pp.179-186. (2019); Tabatadze, G. (თანაავტორი). (2024). Leggett RW, Samuels C, Martinez NE, Jokisch DW, Boice Jr JD, Dauer LT. Distribution of plutonium and radium in the human heart. Journal of Radiological Protection 44(4).