სვინტრაძე დავით
სვინტრაძე დავით

სვინტრაძე დავით (14.11.1981,თბილისი). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი(2003) და ამავე უნ-ტში მიიღო ფიზ.-მათ. აკადემიური დოქტორის ხარისხი (2006). ნიუ ვიჟენის უნ-ტში ბიოფიზიკის სრულუფლებიანი პროფესორის თანამდებობაზე მუშაობის დაწყებამდე იგი იყო თსუ-ის მკვლევარი (2006-2008); კოპერნიკის უნ-ტის მოკლევადიანი ძირითადი თანამკვლევარი (2007-2008); ვირჯინიის თანამეგობრობის უნ-ტის მეცნ.- თანამშრომელი, პოსტ-დოქტორანტი (2007–2012); თსუ-ის ბიოფიზიკის ასისტენტ-პროფესორი (2012-2017); მაქს პლანკის რთული სისტემების ფიზიკის ინ-ტის მოკლევადიანი სტუმარი მეცნ. (2018); საქართვ. უნ-ტის ასოცირებული პროფესორი (2018- 2021). მან მიიღო რამდენიმე ეროვნ. და საერთაშ. ჯილდო და პრემია, მათ შორის საპრეზიდენტო ჯილდო საქართველოში საუკეთესო ახალგაზრდა მეცნ. (2005) და  არჩეულ იქნა ბიოფიზიკური საზოგადოების ყოველწლიური კონგრესის მემბრანის დინამიკის განყ-ბის თანათავ-რედ (2017). არის მემბრანის ფიზიოლოგიისა და მემბრანის ბიოფიზიკის სექციის სარეცენზიო რედაქტორი გამომც. „ფრონტიერის“ ფიზიკის, ფიზიოლოგიის და უჯრედული & განვითარებითი ბიოლოგიის სამეცნ. ჟურნალებში. იგი აღიარებული სპეციალისტია კოლაგენ-დნმ-ის კომპლექსური მოდელების შემუშავებაში, მოძრავი მანიფოლდების განტოლებების გამოყვანასა და კელვინის განტოლების განზოგადების პრობლემის ამოხსნაში.