სვანიძე გივი გედეონის ძე (20.IX.1921, ცხუკუშერი, ახანდ. ცაგერის მუნიციპ. – 10.VIII.1999, თბილ.), ტექ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი (1966), აკად. (1981), რუსეთის მეცნ. აკად. წ.-კორ.-ის, მეცნ. დამს. მოღვაწე, სტოქასტური ჰიდროლოგიის ფუძემდებელი. დაამთავრა საქართვ. ინდუსტრიული ინ-ტი (ტექ. უნ-ტი) ინჟინერ-ჰიდროლოგის სპეციალობით (1944). გაიარა საქართვ. მეცნ. აკად. ენერგეტიკის ინ-ტის ასპირანტურა (1946-1949). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „წყალსადინარების კასკადური გამოყენების თეორიის ელემენტები“ (1950, მოსკოვის ენერგეტიკის ინ-ტში), შემდეგ სადოქტორო დისერტაცია თემაზე „მდინარის ჩამონადენის მრავალწლიური რეგულირების გაანგარიშების საფუძვლები მონტე-კარლოს მეთოდით“ (1963). მუშაობდა საკავშ. ტრესტ „ჰიდროენერგოპროექტის“ თბილ. განყ-ბაში (1944-1947), საქართვ. მეცნ. აკად. ენერგეტიკის ინ-ტში, წყლის რესურსების კომპლექსური გამოყენების განყ-ბის გამგედ (1958-1971), თსუ-ის ხმელეთის ჰიდროლოგიისა და ნიადაგთმცოდნეობის კათედრის გამგედ (1971-1997), ამიერკავკასიის ჰიდრომეტეოროლოგიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის დირექტორად (1976-1999). შეთავსებით მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. პრეზიდიუმში მათემატიკურ და საბუნებისმეტყველო მეცნ. განყ-ბის სწავლულ მდივნად (1952-1960), პოლიტექ. ინ-ტში პროფესორის თანამდებობაზე (1967-1970). მისი ხელმძღვანელობით დაცულია 40-ზე მეტი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია. ს.გ.-ს გამოქვეყნებული აქვს 300-მდე სამეცნ. ნაშრომი. მათ შორისაა 15 მონოგრაფია, რ-ებიც ეხება მდინარეული ჩამონადენის რეგულირების ამოცანებს. მისი სამეცნ. მოღვაწეობა ძირითადად განისაზღვრებოდა ჰიდროლოგიის, ჰიდროენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკის პრობლემებით. ამ საკითხებზე მან არაერთი ნაშრომი გამოაქვეყნა. მას განხილული აქვს ხელოვნური ჰიდროლოგიური სერიების მოდელირების მეთოდები (POLAR), წლიური ჩამონადენის განაწილების გათვალისწინებითა და ჰიდროგრაფიული მოდელის ასაგებად განხილულია კომპოზიტური და პირდაპირი მოდელირების მეთოდები, ასევე არასტაციონარული ჩამონადენის პროცესის სტაციონარულ შემთხვევით თანმიმდევრობამდე დაყვანის მეთოდი. ს.გ.-ის რედაქტორობითა და უშუალო მონაწილეობით შეიქმნა ფუნდამენტური ნაშრომი „მდინარე ბზიფის ჰიდროლოგია“ (1981), რისთვისაც მიენიჭა ვ. ბაგრატიონის სახ. პრემია (1982). მას ასევე მიენიჭა პ. მელიქიშვილის სახ. პრემია (1973), თსუ-ის პირველი პრემია (1979), საუნივერსიტეტო პრემიის ლაურიატი (1980) და სხვ. იყო საზღვარგარეთის მრავალი სამეცნ. საზ-ბის წევრი, ხალხთა მეგობრობის და ღირსების ორდენების კავალერი, საქართვ. გეოგრ. საზ-ბის ვიცე-პრეზიდენტი, აშშ-სა და პოლონეთის გეოფიზ. საზ-ბათა წევრი.
თხზ.: სვანიძე, გ. (1953). ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა საბჭოთა კავშირში. თბ. საქართვ. სსრ მეცნ. აკად. გამომც.; სვანიძე, გ. (1960). წყალსამეურნეო კომპლექსის მონაწილეთა შორის კაპიტალური დაბანდებისა და ყოველწლიური ხარჯების განაწილება. ენერგეტიკის ინ-ტის შრომები, თბ., ტ. 13, გვ. 77-106; სვანიძე, გ. (თანაავტორი). (1961). ჰიდროლოგიური რიგების მოდელირების შედარებითი ანგარიშები. ენერგეტიკის ინ-ტის შრომები, საქართვ. სსრ მეცნ. აკად., თბ., ტ. 15, გვ. 201-211; სვანიძე, გ. (1963). ჰიდროლოგიური რიგების მოდელირება ჩანადენის შიდაწლიური განაწილების გათვალისწინებით. ენერგეტიკის ინ-ტის შრომები, თბ., ტომი 17, გვ. 273-282; Сванидзе, Г.Г. (1964). Основы расчета регулирования речного стока методом Монте-Карло. Тб., Мецниереба; Сванидзе, Г.Г., Резниковский, А.Ш. (1964). Опыт применения метода Монте-Карло к расчетам многолетнего регулировамия стока в каска дах ГЭС, Гидротехническое строительство, № 1; Сванидзе, Г.Г. (1977). Математическое моделирование гидрологических рядов для водноэнергетических и водохозяйственных расчетов. Л., Гидрометеоиздат; ქართული ენციკლოპედია (1985), ტ. 9, გვ. 311; ხარაძე კ., ჯავახიშვილი შ. (2003). მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. გამომც. განათლება, გვ. 232-233, ISBN 9992806982; ბოლაშვილი, ნ., გორდეზიანი, თ., დავითაია, ე., დონაძე, ც., ელიზბარაშვილი, ნ., ლაღიძე, ლ., მაჭავარიანი, ლ., მგალობლიშვილი, ქ., ნანობაშვილი, თ., ნიკოლაიშვილი, დ., სალუქვაძე, ე., სართანია, დ., სეფერთელაძე, ზ., ტრაპაიძე, ვ. (2015). ქართული გეოგრაფია საუკუნეთა კვალდაკვალ. ფოტოალბომი უნ-ტის გამ-ბა, გვ. 28, ISBN 978-9941-13-364-0.