-
ავტორი
- კატეგორიები: მათემატიკოსი
სვანაძე მაია მერაბის ასული (04.I.1986, ქ. ქუთაისი)-მათემატიკის დოქტორი (2015), ასისტენტ-პროფესორი (2016). დაამთავრა თსუ-ის ბაკალავრიატი (2007) და ილიას უნ-ტის მაგისტრატურა (2010). მიენიჭა თსუ-სა და გოტინგენის უნ-ტის (გერმანია) მეცნ. დოქტორის აკად. ხარისხი (2015). სამუშაო საქმიანობა დაიწყო თსუ-ში პოსტდოქტორანტის პოზიციაზე (2015), არის თსუ-ის ასისტენტ-პროფესორი (2016). მოღვაწეობს თსუ-ის ილია ვეკუას სახ. გამოყენებითი მათ. ინ-ტში, თავდაპირველად მეცნიერ-თანამშრომლად (2013), ხოლო შემდეგ — უფრ. მეცნიერ-თანამშრომლად (2023). მისი კვლევის ძირითადი მიმართულებებია ბლანტი დრეკადობისა და ბლანტი თერმოდრეკადობის თეორიები ფოროვანი მასალებისა და დრეკად სხეულთა ნარევებისთვის. მისი ნაშრომები ეფუძნება პოტენციალთა მეთოდსა და სინგულარული ინტეგრალური განტოლებების თეორიას. გამოქვეყნებული აქვს 30-ზე მეტი სამეცნ. სტატია, მათ შორის — 15-ზე მეტი სტატია საერთაშ. მაღალი იმპაქტ-ფაქტორიანი ჟურნალებში. მონაწილეობა მიიღო საერთაშ. სამეცნ. კონფერენციებში. იგი არაერთი ეროვნ. და საერთაშ. გრანტის ხელმძღვ. და ძირითადი შემსრულებელია. იგი არის იმპაქტ-ფაქტორის მქონე ორი საერთაშ. სამეცნ. ჟურნ. სარედაქციო კოლეგიის წევრი: Journal of Thermal Stresses (სარედაქციო კომიტეტის წევრი) და Transactions of A. Razmadze Mathematical Institute (მმართველი რედ.). არის ამერიკის მათ. საზ-ების (AMS) წევრი (2024). წარმატებული სამეცნ. და პედ.ი საქმიანობისთვის მას მიღებული აქვს თსუ-ის მედალი (2013 და 2023), ი. ვეკუას მედალი (2018), ხოლო 2023 წელს ქ. თბილ. მუნიციპ. საკრებულოს მადლობის სიგელი მეცნიერებაში შეტანილი წვლილისთვის.