-
ავტორი
- კატეგორიები: ასისტენტ-პროფესორი
სვანაძე ლიკა მერაბის ასული (07.VI.1987, ქუთაისი), სამედ. ინფორმატიკოსი, ასისტენტ პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა (2008), ამავე ფაკ-ზე მიიღო კომპიუტ. მეცნიერებების მაგისტრის ხარისხი (2010). სწავლობდა თსსუ–ის მედიცინის ფაკ–ტზე (2008 – 2014), ფლობს დიპლომირებული მედიკოსის ხარისხს. სწავლობდა სადოქტორო პროგრამაზე გოტინგენის უნ–ტის (გერმანია) სამედ. ინფორმატიკის დეპარტამენტში; დაიცვა დისერტაცია ციფრული პათოლოგიის მიმართულებით თემაზე: „თავის ტვინის ბანკის ციფრული გამოსახულებების მართვა და ინტეგრაცია მრავლობითი სკლეროზის კვლევითი ქსელის IT ინფრასტრუქტურაში“ (2019). მუშაობდა თსუ–ის მედ. ფაკ-ტის მენეჯერად ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით (2020-2024), ალ. ნათიშვილის მორფოლ. ინ-ტში სამედ. ინფორმატიკის მთ. სპეციალისტად (2020-2025), ამჟამად არის ამავე ინ-ტის კლინიკ. ანატომიისა და ექსპერ. მოდელირების დეპარტ. უფრ. მეცნიერ თანამშრომელი (2025-დან). მისი კვლევითი ინტერესია ციფრული გამოსახულებების დამუშავება ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების მეთოდოლოგიის გამოყენებით, ასევე სამედ. მონაცემების დამუშავება და ბიოინფორმატიკული ანალიზი. მისი ამჟამინელი სამეცნ. კვლევა ეხება ძუძუს კიბოს კლასიფიკაციის კომპლ. მოდელის შემუშავებას ციფრული პათოლოგიის გამოყენებით. მონაწილეობას იღებს სხვადასხვა საერთაშ. კონფერენციებსა და პროექტებში (2008-დან). ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას. თსუ–ის მედ. ფაკ-ტის კლინიკ. და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარების კათედრაზე იყო მოწვეული პედაგოგი (2020-2024). ამჟამად არის ამავე კათედრის ასისტენტ-პროფესორი (2024-დან). კითხულობს შემდეგ სალექციო კურსებს ქართულ და ინგლისურ ენებზე: კვლევის უნარ-ჩვევები, კვლევის მეთოდოლოგია და აკად. წერა, ბიოსტატისტიკა, ბიოინფორმატიკა.
თხზ.: Svanadze, L. (თანაავტორი). (2023). Ductular reaction in total and partial biliary obstruction in experimental settings. Gene Expression; Svanadze, L. (თანაავტორი). (2024). Differential Expression of PSMD10 Gene mRNA in Liver Tissue and Blood Plasma of Patients with Cirrhosis and Hepatocellular Carcinoma. Journal of Molecular diagnostics; Svanadze, L. (თანაავტორი). (2025). Liver regeneration after partial hepatectomy: Triggers and mechanisms. World Journal of Hepatology.