-
ავტორი
- კატეგორიები: ისტორიკოსი მეცნიერი პოლიტიკოსი საქართველოს პარლამენტის წევრი კურსდამთავრებული
სვანაძე ლევან ნიკოლოზის ძე (30.VIII, 1928, ქუთაისი-25.XII.2021). ისტორიკოსი, მეცნიერი, პოლიტიკოსი, ნაყოფიერი სამეცნ. და პედ. მოღვაწეობისათვისთვის მიღებული აქვს ღირსების ორდენი სტუდენტთა აღზრდასა და განათლებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის (1998). დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტი (1951); ასპირანტურა (1954); დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ლეველერთა მოძრაობა ინგლისის ბურჟუაზიულ რევოლუციაში: 1645-1649“ (1954); იყო ქუთაისის პედ. ინ-ტისა და უნ-ტის კათედრის გამგე, შემდეგ დეკანი (1954-2004); საქართვ. მე-5 მოწვევის პარლამ. წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტ. სიით (1999-2004); ისტორიის მეცნ. დოქტორი.
თხზ.: სვანაძე, ლ. (1989). უინსტონ ჩერჩილი და კონსერვატორები. თბ., საბჭ. საქართველო; სვანაძე, ლ. (2013). ჰაროლდ მაკმილანი - ბრიტანეთის დიდი პრემიერი: პოლიტიკური ბიოგრაფია. ქუთაისი, ირიდა, ISBN: 9789941062391; სვანაძე, ლ. (2019). ენტონი იდენი - "საუკუნის მამაკაცი" აღზევება და დაცემა: [მონოგრაფია]. ქუთაისი, აკაკი წერეთლის სახელმწ. უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 9789941484636; სვანაძე, ლ. (2019). ბენჯამინ დიზრაელი - იგივე ლორდი ბიკონაფილდი - ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი. ქუთაისი, აკაკი წერეთლის სახელმწ. უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 9789941484292; სვანაძე, ლ. (2019). უილიამ გლადსტონი "მთის არწივი": [მონოგრაფია]. ქუთაისი, აკაკი წერეთლის სახელმწ. უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 9789941484131.
ლიტ.: ყიფიანი, თ. (2001). წიგნი ღირსებისა: ტ. 3. თბ; ამირხანაშვილი, კ. (2015). საქართველოს პარლამენტის წევრები: 1990-2015. თბ., 9789941081422.