სვანაძე დავით თენგიზის ძე
სვანაძე დავით თენგიზის ძე

სვანაძე დავით თენგიზის ძე (07. XII. 1979), გეოგრაფი დაამთავრა თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტის ფიზ. გეოგრ. მიმართულება და მიენიჭა გეოგრ. ბაკალავრის ხარისხი (2002), შემდეგ მაგისტრის ხარისხი (2004). გაიარა ასპირანტურის კურსი ამავე ფაკ-ტის გეომორფოლოგია-გეოეკოლ. მიმართულებით (სპეცილობა: გეომორფოლოგია-გლაციოლოგია, 2004-2007) და დოქტორანტურა (2014-2017). მისი სადისერტაციო თემაა “მყინვარების სივრცე-დროითი ფლუქტუაციების ანალიზი მცირე გამყინვარების შემდგომ კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე გეოინფორმაციული და დისტანციური ზონდირების მეთოდების გამოყენებით" (2019). ს. დ. მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრ. ინ-ტის გეომორფოლოგიის განყ-ში უფრ. ლაბორანტად (2003-2006); შემდეგ მეციერ-თანამშრომლად (2006-2011); მ. ნოდიას სახ. გეოფიზ. ინ-ტის კოსმოსური კვლევის ცენტრში ასევე მეცნიერ-თანამშრომლად (2007-2008, 2017-2018); ქ. თბილ. მერიაში არქიტექტურის სამსახურის განყ-ბის უფროსად (2010-2011); შპს „მონაცემთა დიზაინის ცენტრის“ დირექტორად (2011-2014); იყო შპს „იდეა დიზაინ ჯგუფის“ საველე ჯგუფების ხელმძღვ. და გეოდ. აპარატურის ექსპერტი (2011-2016); ჰიდრომეტეოროლ. ინ-ტში მეცნიერ-თანამშრომელი (2016-2017); ქ. თბილ. მერიის არქიტექტურის სამსახურში თბილ. გენ. გეგმის სამუშაო ჯგუფის გეოსაინფორმაციო სისტემების ექსპერტი (2016-2018), ჰიდრომეტეოროლ. ინ-ტის წყლის რესურსების და ჰიდროლ. პროგნოზების განყ-ში უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (2017-დან); მ. ნოდიას სახ. გეოფიზ. ინ-ტში სეისმოლოგიის, სეისმური საშიშროებისა და კატასტროფების რისკის სექტორში უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (2019-დან); ამჟამად თსუ-ის სოც.-პოლიტ. მეცნ. ფაკ-ტის გეოსაინფორმაციო სისტემების ლაბორ. ხელმძღვ. (2019-დან); თსუ-ის გეოგრ. დეპარტ. კითხულობს ლექციებს გეოგრ. საინფორმაციო (GIS) სისტემებში. ს. დ.-ს მონაწილეობა აქვს მიღებული შოთა რუსთაველის. ეროვნ. სამეცნ. ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტებში: „კავკასიაში კლიმატის ცვლილების, მყინვარების დინამიკის და ჩამონადენის მოდელირება“; საერთაშ. ექსპედიციის ხელმძღ. საქართველოში (2007-2009); „მდ. ზოფხიტურას აუზის პალეოგლაციოლოგიური და პალეოგეოგრაფიული რეკონსტრუქციები გვიან პლეისტოცენსა და ჰოლოცენში“ (2008-2009; 2009-2012); „საქართველოს ლანდშაფტების კადასტრი და სამხედრო-გეოგრაფიული შეფასება გეოსაინფორმაციო მეთოდების გამოყენებით“ (ხელმძღვ. ნ. ელიზბარაშვილი, 2009-2012); „ტერიტორიული დაგეგმარებისათვის სამცხე-ჯავახეთის ლანდშაფტურ-ეკოლოგიური შეფასება გის ტექნოლოგიების გამოყენებით“ (ხელმძღვ. დ. ნიკოლაიშვილი, 2013-2014); „საქალაქო აგლომერაციის ლანდშაფტური დაგეგმარების მეთოდოლოგია თბილის-რუსთავის მაგალითზე“ (ხელმძღვ. ნ. ელიზბარაშვილი, 2014-2017); „თემატური რუკის შედგენა GIS ტექნოლოგიების გამოყენებით“ (ხელმძღვ. დ. ნიკოლაიშვილი, 2014); „მდინარეთა სანაპიროს მოწყვლადობის შეფასების მეთოდოლოგია წყალმოვარდნების რისკების  გათვალისწინებით“ (2015-2016); „ნაპირდაცვისა და ჰიდროენერგეტიკის ერთობლივი პრობლემების რეალიზაციის თანამედროვე მეთოდიკა“ (ხელმძღვ. ლ. მაჭავარიანი 2015-2017); „მყინვარების სივრცე-დროითი ფლუქტუაციების ანალიზი მცირე გამყინვარების შემდგომ კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე“ (2016-2017); „სეისმური საშიშროების შეფასება საქართველოსთვის და სეისმური რისკის ქალაქ მცხეთისთვის თანამედროვე მიდგომებით (2016-2018); „მეწყრების და ღვარცოფების საშიშროების შეფასება საქართველოს ტერიტორიისათვის ნალექიანობის სტაციონალური და თანამგზავრული მონაცემებით“ (2020-2023). ასევე მონაწილეობდა მრავალ საერთაშ. და ადგილ. კონფერენციაში: საქართვ., რუსეთი, მოლდოვა, სომხეთი. მიღებული აქვს „ღია საზოგადოება“ ეგიდით ჩატარებულ სტუდენტთა და ასპირანტთა საერთაშ. სამეცნ. კონფერენციაში I, II და III ხარისხის დიპლომები (2002, 2003, 2004). გამოქვეყნებული აქვს სტატიები სამეცნ. ჟურნალებში: “ჭაუხის მასივის თანამედროვე მყინვარების და ძველი გამყინვარების რეკონსტრუქცია” (საქართველოს გეოგრაფია, 2006, № 5); “გამყინვარების ენერგია და მყინვარების არსებობის კლიმატური პირობები საქართველოს მაგალითზე” (გეოგრ. ინ-ტის შრომათა კრებული, 2006, №1; “The retrospective image of state border according to Alexsandre Javakhishvili’s maps” (International journal of scientific research, 2016, vol. 5, issue 12); (2017). “Evaluatioin of climate parameters Black Sea coastaline in the background of climate change” (Jounral of enviromental biology (JEB), 2017, vol. 38);,,Study of the Relationship Between the Mean Annual Sum of Atmospheric Precipitation and Re-Activated and New Mudflow Cases in Georgia” (Journal of the Georgian Geophysical Society, Physics of Solid Earth, Atmosphere, Ocean and Space Plasma, v. 26(1), 2023); ,,Intra-Annual Distribution of Landslide Recurrence in Georgia and its Relationship with Monthly and Cumulative Multi-Month Sums of Precipitation” (Journal of the Georgian Geophysical Society, Physics of Solid Earth, Atmosphere, Ocean and Space Plasma, v.28(2), 2025).