სურმავა ალექსანდრე ალექსანდრეს ძე
სურმავა ალექსანდრე ალექსანდრეს ძე

სურმავა ალექსანდრე ალექსანდრეს ძე (15.X.1945, მარტვილის რ-ნი), დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი თეორ. ფიზიკის სპეციალობით (1969) და სსრკ მეცნ. აკადემიის ციმბირის განყ-ბის  გამოთვლით ცენტრში ასპირანტურა (ნოვოსიბირსკი, 1975). არის ფიზ.–მათ. მეცნ.  კანდიდატი (1978);  თსუ–ის გამოყენებითი მათ. და კომპიუტერულ მეცნ. ფაკ–ტის უფრ. მასწავლებელი (1990-2001); საქართვ. ეკოლოგიურ მეცნ.  აკად. ნამდვილი წევრი (2015); მ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინ-ტის ზღვისა და ატმოსფეროს გეოფიზიკური პროცესების მათ. მოდელირების სექტორის უფრ. მეცნიერ–თანამშრომელი (2005); მთ. მეცნიერ–თანამშრომელი (2019). მისი სამეცნ. ინტერესებსა და საქმიანობის სფერო მოიცავს ატმოსფეროში, ნიადაგში და ზედაპირულ წყლებში ჰიდრომეტეოროლ. და ეკოლ. პროცესების მათ. მოდელირება. გამოქვეყნებული აქვს 110 სამეცნ. ნაშრომი, დაიცვა დისერტაცია თემაზე:საშუალო მასშტაბის ატმოსფერული პროცესების განვითარების თეორიული გამოკვლევა და ზოგიერთი ეკოლოგიური ამოცანის ამოხსნა (2005) და მიენიჭა ფიზ.–მათ. მეცნ. დოქტორის ხარისხი (205). მონაწილეობდა სამეცნიერო კონფერენციებში და თანაავტორებთან ერთად გამოქვეყნებული აქვს სტატიები სამეცნ. ჟურნალებში: ,,შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილის ატმოსფეროს შესაძლო დაბინძურების რიცხვითი მოდელირება“  (ა. წერეთლის სახ. სახელმწ. უნ-ტის მოამბე, 2013. N 2); ,,მდინარე ორხევის ფსკერულ დანალექებში რკინის შემცველობის დროში ცვლილების რიცხვითი მოდელირება საველე გაზომვებისა და ექსპერიმენტული მონაცემების საშუალებით“ (სტუ-ის შრომები, 2022, №3 (525)); ,,Study of Kutaisi City Atmospheric Air Pollution with PM Particles“ (მოამბე = Bulletin, საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად., 2024. ტ. 18, N 3); ,,ზამთარში ქ. ქუთაისის ატმოსფერულ ჰაერში ავტომობილებით გამონაბოლქვი PM2.5-ის გავრცელების რიცხვითი მოდელირება დასავლეთის ძლიერი ფონური ქარის დროს“ (ეკოლოგიის პრობლემები: საერთაშ. სამეცნ. კონფერენცია:ეკოლოგიის თანამედროვე პრობლემები. შრომები, 2025. ტ. XII).

თხზ.: სურმავა, ალ. (2018). გარემოს ობიექტებში დამაბინძურებელ ნივთიერებათა გავრცელების მათემატიკური და კომპიუტერული მოდელირება. თბ., სტუ-ის გამ-ბა; სურმავა, ალ. (თანაავტორი). (2021).  საქართველოში ატმოსფეროშიტვრის ტრანსსასაზღვრო, რეგიონული და ლოკალური გავრცელების რიცხვითი მოდელირება:[მონოგრაფია]. თბ., ტექნიკური უნ-ტი; სურმავა, ალ. (თანაავტორი). (2021). PM2.5 და PM10 მიკროაეროზოლები .თბილისის ატმოსფეროში:[მონოგრაფია]. თბ., სტუ-ს ჰიდრომეტეოროლოგიის ინ-ტის გამ–ბა.