სურმანიძე რუსლან
სურმანიძე რუსლან

სურმანიძე რუსლან (8.VII.1961, სოფ. ახალსოფელი ხელვაჩაურის რაიონი,). მათემატიკოსი, თსუ-ის ასისტენტ პროფესორი,   ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატი. დაამთავრა ხელვაჩაურის რაიონის ახალსოფლის საშ. სკოლა (1968-1978),  თსუ მექან.-მათ. ფაკ-ტი (1979-1984), საქ. მეცნ. აკად. ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის ასპირანტურა (1984-1987). სამეცნ.-პედ. საქმიანობა დაიწყო საქ. მეცნ. აკად. ა. რაზმაძის მათ. ინ-ტის უმცრ.მეცნ. თანამშრომლად, მეცნ. თანამშრომლად (1988–1993), მუშაობდა თსუ სოხუმის ფილიალის მათ. ფაკ-ტის მოწვეულ მასწავლებლად (1997– 1998),  თსუ მექან.-მათ. ფაკ-ტის მოწვეულ მასწავლებლად (1998–2002), თსუ მექან.-მათ. ფაკ-ტის კონტრაქტორ მასწავლებლად (2002– 2006),  მოწვეულ ლექტორად (1989-2006),  თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  მათ. დეპარტამენტის ალგებრა-გეომეტრიის კათედრის ასისტენტ პროფესორად  (2006-დღ).  მის მიერ შესწავლილია დაუყვანადი იზოტროპიის ჯგუფის მქონე ერთგვაროვან რიმანის სივრცეებზე მცირე ვალენტობის ინვარიანტული ტენზორული ველების განზომილებები. ლის ალგებრათა და წარმოდგენათა თეორიების გამოყენებით, აღნიშნული ტიპის ერთგვაროვანი სივრცეებისთვის დადგენილია ტენზორული ველების განზომილებები, როცა ვალენტობა ტოლია 2, 3 და 4.

თხზ.:  Сурманидзе Р. (1987). О тензорах, инвариантных относотельно группы изотропии однородных римановых пространств Мантурова. Сообщ. АН ГССР. 1987, т. 127,  № 2, стр. 245-248;  Surmanidze R. (2013). Tensor invariants and homogeneous Riemann spaces. Journal of Mathematical Sciences. 2013.  Vol. 195, No. 2, November, pp. 245-257; Surmanidze R. (2022). On Dimensions of Invariant Tensor Fields on MWH Spaces with Subgroup of . Journal of Computational Mathematica, Vol. 6, No1, pp. 222-232.