-
ავტორი
- კატეგორიები: მათემატიკოსი
სურმანიძე ონისე (1942, სოფ. რაქვთში ხულოს მუნიციპალიტეტი), მათემატიკოსი. თსუ-ის ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატი (1975). დაამთავრა ხიხაძირის საშ. სკოლა წარჩინებით (1959), ბათუმის შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. პედ. ინ-ტის ფიზ.-მათ. ფაკ-ტი (1964). სამეცნ.-პედ. საქმიანობა იყო თბილ. ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის ლაბორანტი, შემდგომში უმცროსი და უფრ. მეცნიერ თანამშრომელი (1968-1989); მუშაობდა თსუ-ის ალგებრა-გეომეტრიის კათედრაზე მოწვეულ პედაგოგად (1977-1986); ა. პუშკინის სახ. თბილ. სახელმწ. პედ. ინ-ტის (ამჟამინდელი ილიას სახ. სახელმწ. უნ-ტი) მათ. კათედრის თანამშრომლად (1975-1979); კავშირგაბმულობის საკავშირო ელექტროტექნიკური ინ-ტის თბილ. ფილიალის თანამშრომლად (1975-1979); საქ. ტექნ. უნ-ტის მათ. კათედრაზე დოცენტად (1989 -2005). არის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწ. უნი-ტის მათ. დეპარტ. პროფესორი (2005 -დან). იყო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწ. უნ-ტის მათ. დეპარტ. ხელმძღვ. (2006-2009), ახლადშექმნილი გამოცდებისა და უნარ-ჩვევების შეფასების ცენტრის ხელმძღვ. (2005-2008). მისი ადრინდელი შრომები ეხება ტოპოლოგიური ალგებრის საკითხებს, კერძოდ, წრფივად კომპაქტური, წრფივად დისკრეტულ და სუსტად წრფივად კომპაქტურ ტოპოლოგიურ ჯგუფებს. მის მიერ აგებულია პონტრიაგინის ორადობის თეორიის ანალოგი. გრეხვის-გარეშე ბმული ჯგუფის ალგებრული დახასიათება და ჯგუფების აღნიშნული ქვეჯგუფებით ლოკალურად პირდაპირ ჯამად დაშლის საკითხი. ტოპოლოგიური ალგებრის საკითხების შესწავლასთან ერთად მათემატიკის ისტორიის საკითხებითაცაა დაინტერესებული. მისი გამოკვლევები შეეხება სხალთა-ხიხანის ხეობის გამორჩენილ მოღვაწეს აბუსერიძე ტბელს.
თხზ.: სურმანიძე, ო. (2022). სუსტად ლოკალურად კომპაქტური ჯგუფები და მათი საბაზისო თვისებები. Georgian Mathematical Journal, vol. 29, no. 4, 2022, pp. 603-606; სურმანიძე, ო. (2025). სუსტად ლოკალურად კომპაქტური ჯგუფები, თვისებები, გამოვა Georgian Mathematical Journal.