სურმანიძე ლალი დავითის ასული (13.I.1956, ბათუმი), ფსიქოლოგი, თსუ-ის კოგნიტური და ნეიროფსიქოლოგიის ინ-ტის პროფესორი; ფსიქოლ. ანთროპოლ. მიმართულების ხელმძღვ. დაამთავრა თსუ-ის ფილოს. და ფსიქოლ. ფაკ-ტი, ფსიქოლ. სპეციალობით (1981), რის შემდეგაც სწავლა განაგრძო ამავე ფაკ-ტის ასპირანტურაში ზოგადი ფსიქოლ. სპეციალობით (1981-1984). დაიცვა დიერტაცია თემაზე “ქართული ეთნოსის მენტალიტეტის ფსიქოლოგიური კვლევა (ფოლკლორული ფრაზეოლოგიზმების ბაზაზე” (1993) და მიენიჭა ფსიქოლ. მეცნ. კანდიდატის ხარისხიდა. შემდგომ დაიცვა დიერტაცია თემაზე “კულტურის კვლევის პარადიგმულ-თეორიული და მეთოდოლოგიური ტენდენციები”(2005) და მიენიჭა ფილოს. მეცნ. დოქტორის ხარისხი. მისი პროფ. და სამეცნ.-კვლევითი საქმიანობა მრავალწლიან პრაქტიკას აერთიანებს: თავდაპირველად იკავებდა სახ. მეურნეობის მართვის ინ-ტის სამეცნ. კვლევების ლაბორატორიაში სოციოლოგიური კვლევების განყ-ბის მეცნიერ-თანამშრომლის პოზიციას (1982–1986), მოგვიანებით კი იყო თსუ-ის ენების ინტენსიური სწავლების ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი (1986–1993). პარალელურად იყო საქართვ. მეცნ. აკად. დ. უზნაძის სახ. ფსიქოლ. ინ-ტის სოც. ფსიქოლ. განყ-ბის მეცნიერ-თანამშრომელი (1993–1995). თსუ-ში სხვადასხვა დროს იყო ფილოს. და სოციოლოგიის ფაკ-ტის სოციოლოგიის კათედრის დოცენტი (1993–2005); სოც. და პოლიტ. მეცნ. ფაკ-ტის ასოცირებული პროფესორი (2005- 2014) და ფსიქოლ. და განათლების მეცნ. ფაკ-ტის ფსიქოლ. დეპარტ. პროფესორი (2015-დან). სხვადასხვა დროს ეკავა მნიშვნელოვანი ადმ. პოზიციები: იყო სოც. და პოლიტ. მეცნ. ფაკ-ტის სადისერტაციო საბჭოს თავ-რის მოადგილე (2007–2009) და ფსიქოლ. და განათლების მეცნ. ფაკ-ტის დეკანის მოადგილე სამეცნ. მიმართულებით (2014-2026). იგი არის საერთაშ. ბილინგვური რეფერირებადი სამეცნ. გამოცემის „ქართული ფსიქოლოგიური ჟურნალის“ მთ. რედაქტორი. ხელმძღვანელობს ინტერდისციპლინურ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს „ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია“ (2011-დან) და სადოქტორო პროგრამას „კულტურული პერსონოლოგია, ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია და მიგრაციის კვლევები“ (2023-დან, თანახელმძღვ.). ს. ლ.-ს სამეცნ. ინტერესების სფერო მოიცავს ფსიქოლოგიასა და ანთროპოლოგიას, ფსიქოლ. ანთროპოლოგიას, კულტ. ფსიქოლოგიას, ემპირიული კვლევის მეთოდოლოგიასა და ფსიქოსემანტიკას. არის არაერთი ადგილ. და საერთაშ. (USAID, UNFPA, CEU და სხვ.) სამეცნ. გრანტისა და პროექტის ხელმძღვ., კოორდინატორი და ექსპერტ-ანალიტიკოსი; საქართვ. ფსიქოლოგთა ასოციაციის წევრი (1992 – 2005). თანაავტორებთან ერთად გამოქვეყნებული აქვს 3 მონოგრაფია და მრავალი სამეცნ. სტატია, მათ შორის:„Identity Strategies of Muslim Meskhetians (Meskhetian turks) in Cultural Context“ (Cultural and Religious Studies, Vol. 3(2), 2015); „Sensory Values in Romantic Attraction in Four Europeans Countries: Gender and Cross-Cultural Comparison“ (Cross-Cultural Research, Vol. 50(5), 2016); „Cross-Cultural Comparison of Sensory Preferences in Romantic Attraction (Sexuality & Culture, Vol. 23(4), 2019); „Stigma and Self-Stigma in Adolescents with Epilepsy psycho-semantic approach“ (Georgian Psychological Journal №1, 2019); „Physical Attraction Scale — Short Version: Cross-Cultural Validation“ (Journal of Relationships Research, Vol. 11, 2020); „ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია - სხვა ფლანგიდან დანახული“ (ქართ. ფსიქოლ. ჟურნალი, №1, 2021); „პიროვნული თვისებები, როგორც კულტურული მოდელები: აგრესია, ალტრუიზმი, მლიქვნელობა (ქართული ქეისი)“ (ქართ. ფსიქოლ. ჟურნალი, №1, 2023); „Mental cultural models: How modern Georgians perceive love, sexuality and family“ (International Psychological Applications Conference and Trends, 2024).
თხზ.: სურმანიძე, ლ. (1998). ქალი ქართულ მენტალიტეტში. თბ., უნ-ტის გამ-ბა; სურმანიძე, ლ. (2001). ინდივიდუალისტური და კოლექტივისტური საზოგადოებები (თეორიული მოდელები, ემპირიული კვლევები). თბ., ნეკერი, ISBN: 9992858443; სურმანიძე, ლ. (2005). ინდივიდუალისტური და კოლექტივისტური საზოგადოებები: შედარებითი ანალიზი. თბ., უნ-ტის გამ-ბა; სურმანიძე, ლ. (2010). კულტურა მეთოდოლოგიურ პერსპექტივაში: [მონოგრაფია]. თბ., უნივერსალი, ISBN: 9789941129186; სურმანიძე, ლ. (2021). ურბანული ანთროპოლოგია. თბ., უნ-ტის გამ-ბა; სურმანიძე, ლ. (2025). კულტურა კოგნიტურ კვლევებში - ფსიქოლოგიისა და ანთროპოლოგიის გადაკვეთაზე. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 9789941363009.
ლიტ.: აბრამიშვილი, ნ. (2011). კულტურის ანთროპოლოგია და ლალი სურმანიძის კვლევები. სოციოლოგია №3; თევზაძე, გ. (2006). იდენტობის პრობლემა ქართულ სოციოლოგიაში. თსუ-ის შრომები, ტ. 348; სოც. და პოლ. მეცნ. ფაკ–ტის საიუბილეო კრებ. (2022). თბ.