სურგულაძე რუსუდან შოთას ასული
სურგულაძე რუსუდან შოთას ასული

სურგულაძე რუსუდან შოთას ასული (24.I.1949, ქუთაისი). დაამთავრა თსუ-ის ქიმიის ფაკ-ტის, ფიზ. ქიმიის სპეციალობით (1971). ფლობს ქართულ, რუსულ, გერმანულ ენებს. იყო  ალ. თვალჭრელიძის სახ. მინერ. ნედლეულის კავკასიის ინ-ტიის ტექნიკოსი (1972); შემდეგ უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1973-1996); სპექტროქიმ. ლაბორ. გამგის მოვალეობის შემსრულებელი (1996-1999); მეცნიერ-თანამშრომელი (1999-2004); ინჟინერი (2004-2007); მეცნიერ-თანამშრომელი (2007-დან); სამეცნ. კვლევებში მონაწილეობის შედეგები ასახულია ინ-ტის სამეცნ. ანგარიშებში და გამოქვეყნებულია სამეცნ. სტატიებში: „ოქროსშემცველი  მადნების ფაზური  ანალიზის  საკითხისადმი. საქართველოს ქიმიური ჟურნ. 2001, N11); (2015). “ბუნებრივი,  გააქტივებული  და კათიონ ჩანაცვლებული მონტმორილონიტის ადსორბციულ   სტრუქტურული  დახასიათება  და   გამოყენების სფეროები“ (საქ. ქიმ. ჟურნ., 2015, N15); „The mobile forms of heavy metals in soils of railway stations of Georgia“ (Sciences of Europe, Czech Republic, 2024, No 155).

თხზ.: სურგულაძე,  რ. (თანაავტორი). (2002). პოლიმეტალურ მადნებში Fe, Cu, Pb, Zn- ის ერთდროული განსაზღვრის რენტგენო-სპექტრალური მეთოდის შემუშავება და დანერგვა ანალიტიკური-გამოთვლითი კომპლექსების გამოყენებით. თბ., ანგარიში, მნკი;   სურგულაძე , რ. (თანაავტორი). (2010-2014). საზანოს პეგმატიტების კომპლექსური გეოლოგიურ-ტექნოლოგიური შესწავლა: მაღალ კალიუმიანი მინდვრის შპატით და იშვიათი მეტალური ნედლეულით. თბ., ანგარიში, მნკი; სურგულაძე, რ. (თანაავტორი). (2026). Физико-химические и технологические показатели   представительных проб бентонитов место-рождения Арали (Грузия) и их анализ. Чикаго, США, Изд-во BoScience, ISBN 9781739811211.