-
ავტორი
- კატეგორიები: ჟურნალისტი
სურგულაძე რევაზ კონსტანტინეს ძე (1940–2007, სოფ. ჩიბათი, ლანჩხუთის რ-ნი) ჟურნალისტი, ასოცირებული პროფესორი, ფილოლ. მეცნიერებათა კანდ. ს.რ. არის ქართვ. ჟურნალისტი და აკად. მოღვაწე. დაამთავრა თსუ–ის ჟურნალისტიკის ფაკ-ტი (1963). კარიერა დაიწყო რადიომაუწყებლობის ახალგაზრდულ გადაცემათა რედაქციაში; მუშაობდა საქ. პროფსაბჭოს კულტურის განყ–ში ინსტრუქტორად (1964–1968) შემდგომ დაინიშნა საქ. ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწ. კომიტეტში ახალგაზრდულ გადაცემათა რედაქციის უფროსი რედ. თანამდებობაზე (1968–1972), ს.რ. იკავებდა საქ. კპ–ის თბ. ორჯონიკიძის რაიკომის ინსტრუქტორის პოზიციას (1972–1973); ასევე იყო თსუ–ის პარტკომის მდივნის პირველი მოადგილე (1973–1979). პოსტის დატოვების შემდეგ, ს.რ. დაუბრუნდა სპეციალობას როგორც პრესის სოციოლოგიური კვლევების ლაბორ. უფრ. მეცნ. თანამშრომელი(1979–2001); შემდეგ იყო ჟურნალისტიკის ფაკ-ტის დეკანის მოადგილე, სადაც ცხრა წელი მუშაობდა. იგი ხელმძღვანელობდა თსუ–ის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკ-ტის საზოგადოებრივ ურთიერთობათა განყ–ბას (2001); პარალელურად ი. ჭავჭავაძის სახ. თბილ. ენისა და კულტურის ინ–ტის საერთაშ. და ინტერნეტული ჟურნალისტიკის კათედრის გამგედ იქნა არჩეული. ს.რ.–ს საკანდიდატო დისერტაცის თემა –"ჟურნალისტიკის მმართველობითი ბუნება და მისი გამოვლენის თავისებურებანი"(1995). მისი მთავარი სამეცნ. და საგანმან. აქტივობები დაკავშირებულია მედიის ტექსტების ანალიზთან და სტილისტიკასთნ; კომუნიკაციის თეორიებთან და პრაქტიკულ ჟურნალისტიკასთან; მედიისა და კულტურის ურთიერთქმედებასთან; ფილოლ. მეთოდოლოგიების გამოყენებასთან ჟურნალისტიკაში. ს.რ.–ს უშუალო ხელმძღვანელობით მომზადებულია არაერთი გაზეთი და ჟურნალი.
თხზ.:სურგულაძე, რ. (თანაავტორი). (2003). მასობრივი კომუნიკაცია: თეორიის საკითხები. ISSN 99940-722-8-5. ი.ჭავჭავაძის სახ-ის თბილ. ენისა და კულტურის სახ. გამ–ბა.