სურგულაძე ნოდარ მამიას ძე
სურგულაძე ნოდარ მამიას ძე

სურგულაძე ნოდარ მამიას ძე (25.III.1974, ს. ლიხაური, ოზურგეთის რ-ნი), დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი, სპეციალობით ბიოფიზიკა (1995). დაამთავრა საქართვ. მეცნ. აკადემიის მოლეკულური ბიოლ. და ბიოლოგიური ფიზიკის ინ-ტის ასპირანტურა (1998) და დაიცვა დოქტორის აკად. ხარისხი მოლეკულურ ბიოლოგიაში (2001). იმავე ინ-ტში ეკავა მეცნიერ თანამშრომლის (1998-2002) და უფრ. მეცნიერ თანამშრომლის პოზიცია (2005-2006). მუშაობდა აშშ-ის პენსილვანიის სახელმწ. უნ-ტში მეცნ. თანაშრომლის (Post Doctoral Scholar, Penn State University, 2002-2005) და მიწვეული მკვლევარის პოზიციაზე (Visiting Scolar, 2008). იმავე წლებში იყო სხვადასხვა საერთაშ. სამეცნ. საზ–ებების წევრი. იყო მოლეკულური ბიოლ. და ბიოლოგიური ფიზიკის ინ-ტის დირექტორი (2006-2008) და  პარალელურად მუშაობდა თსუ-ის სამეცნ. კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტში (2007-2008). ს.ნ. იყო საქართვ. განათლებისა და მეცნ. მინისტრის მოადგილე და ზედამხედველობას უწევდა ქვეყანაში უმაღლესი განათლებისა და მეცნ. სექტორს (2008-2012). ეკავა ათასწლეულის გამოწვევის ფონდში უმაღლესი და პროფ. განათლების პროექტის დირექტორის თანამდებობა (Millennium Challenge Account-Georgia, 2012-2019), მუშაობდა ათასწლეულის ფონდის უმაღლესი განათლების დირექტორად (Millennium Fund, 2019-2023). დღემდე უკავია  სან დიეგოს სახელმწ. უნ-ტის ადრეული და სკოლამდელი განათლების (ECE) პროექტის  საქართვ. ოფისის კოორდინატორის პოზიცია (2023-დან). არის 30-მდე  სამეცნ. პუბლიკაციის და ინტელექტუალური საკუთრების თანაავტორი.