-
ავტორი
- კატეგორიები: ქიმიკოსი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
სუპატაშვილი გურამ დავითის ძე (12.I.1930 – 12.VI.2021, თბილისი), ქიმიკოსი, ქიმ. მეცნ. დოქტორი (1994). დაამთავრა თსუ-ის ქიმიის ფაკ-ტი (1952); ლენინგრადის (ახლანდელი პეტერბურგი) საზღვაო აკადემია (1953); დაიცვა საკანდიდატო: „Химический состав атмосферных осадков и ледников на территории Грузинской ССР“ (1965), შემდეგ კი სადოქტორი დისერტაცია „საქართველოს მტკნარი წყლების ქიმიური გამოკვლევა” და მიენიჭა მეცნ. დოქტორის ხარისხი (1994). ს. გ. იყო: თსუ-ის ქიმიის ფაკ-ტის დეკანი (1969 -1973), ანალიზური ქიმ. და გარემოს ქიმიის კათედრის გამგე (1974-1982, 1994-2006); ქიმიის ფაკ.-ტის სადისერტაციო საბჭოს თავ-რე (2000-2006); პროფესორი (2006-2015); ქიმიის ფაკ-ტის სტუდენტებისათვის კითხულობდა ლექციებს ანალიზურ ქიმიაში, გარემოს ქიმ. და მომიჯნავე დარგებში. ს. გ. იყო რამდენიმე ათეულ ჰიდროქიმიურ ექსპედიცის ხელმძღვ., მონაწილეობდა ორ საერთაშ. ოკეანოლოგიური ექსპედიციის მუშაობაში; გამოქვეყნებული ჰქონდა სამეცნ. პუბლიკაციადა რამდენიმე სახელმძღვანელო: „Титан в поверхностных водах Грузии“ (Геохимия, 1974, N 4); „შესაძლებელია თუ არა ეკოლოგიური საფრთხეების პროგნოზირება და თავიდან აცილება?“ (თბილისის უნივერსიტეტი, 2011, 30 ივნ., N9“; „New version of calculation of stability constants of metal fulvate complexes on the example of Zinc fulvate” (International Journal of Environmental Science and Technology (USA). 2018, v.15). იყო 50-ზე მეტი სამაგისტრო და სადისერტაციო ნაშრომის ხელმძღვ.; მიღებული ჰქონდა ეუთოს (OSCE), NATO-ს, სოროსის ფონდის, საერთაშ. ეკოლ. ასოციაციისა (YSR) და მსოფლიო ბანკის (WB) გრანტები.
თხზ.: სუპატაშვილი, გ. (თანაავტორი). (1988). Формы нахождения элементов в природных водах и их зависимость от ионных потенциалов: Анализ морских осадков. М., Наука; სუპატაშვილი, გ. (1992). რაოდენობითი ანალიზი. თბ. უნ-ტის გმ-ბა; სუპატაშვილი, გ. (თანაავტორი). (2001). გარემო და ადამიანი: სახელმძღვანელო. თბ. უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 9992885998; Супаташвили, Г. (2003). Гидрохимия грузии. Тб., ТГУ, ISBN 9994013912; სუპატაშვილი, გ. ( 2009). გარემოს ქიმია (ეკოქიმია). თბ. უნ-ტის გამ-ბა, ISBN 978 9941131233; სუპატაშვილი, გ. (2018). რაოდენობითი ანალიზის პრაქტიკუმი. თბ. უნ-ტის გამ-ბა, ISBN 9789941137822).