სუმბაძე ციური მიხეილის ასული
სუმბაძე ციური მიხეილის ასული

სუმბაძე ციური მიხეილის ასული (08.XII.1953, თბილისი), ბიოლოგი,  მკვლევარი. დაამთავრა თსუ–ის ბიოლოგიის ფაკ-ტი (1976). მუშაობდა თსუ–ის ალ. მნათიშვილის სახ. მორფოლ. ინ–ტის მთ. მეცნიერ თანამშრომლად (1978-დან). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ჰიპოთალამო- ჰიპოფიზური ჰორმონების და რენინ - ანგიოტენზინური სისტემების ურთიერთკავშირი ექსტრემალური მდგომარეობების დროს“ (1989).  იყო ანდროლოგიის ლაბორ. ხელმძღვ. (1989- 2006). დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ჰორმონებისა და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების სეკრეციის მექანიზმები ორგანიზმის ექსტრემალური მდგომარეობების დროს“ (1999). ს. ც. თსუ–ის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრია(2018-დან). მისი სამეცნ. საქმიანობა ეხება ორგანიზმის სხვადასხვა  ექსტრემალური მდგომარეო­ბე­ბის  დროს (შოკი, სტრესი, ვიბრაციული სტრესი, ტოქსიკოლოგიური სტრესი და სხვ.) ენდოკრინულ მექანიზმების კვლევას. არის 100-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორი, მათ შორის ორი მონოგრაფიისა.  აქვს პატენტმცოდნეობის დიპლომი და ფიტოთერაპევტის სერტიფიკატი.

თხზ.: სუმბაძე, ც. (1999).  ჰორმონებისა და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების სეკრეციის მექანიზმები ორგანიზმის ექსტრემალური მდგომარეობის დროს. თბ., თბილ. სახელმწ. სამედ. ინ–ტი; Сумбадзе, Ц. (თანაავტორი). (2022). Влияние излучения электромагнитного диапазона на печень крыс.  ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა = Experimental and Clinical Medicine = Эксрериментальная и клиническая медицина, N1. თბ.