სულიაშვილი დავით სოკრატეს ძე
სულიაშვილი დავით სოკრატეს ძე

სულიაშვილი დავით სოკრატეს ძე (10.VI. 1884, დაბა სურამი-06. XII, 1964, თბილისი, დაკრძ. მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში). ქართვ. მწერალი, რევოლუციონერი. იყო უნ-ტის დამფუძნებელი საზ-ბის წევრი (1917-1918); მწერალთა კავშირის გამგეობა, წევრი; საქართვ. საბჭ. მწერლების კავშირი, წევრი (1934); სკკპ, წევრი (1949). სწავლობდა გორის სას. სასწავლებელში. იმ პერიოდში ქალაქში არსებულმა რევ. სიტუაციამ სამუდამოდ განსაზღვრა მისი მომავალი. იგი ყმაწვილობიდანვე დაინტერესდა მარქსიზმით და აქტიურად ჩაება მუშათა გაფიცვებსა და რევოლ. გამოსვლებში. მიემგზავრება (1903) ლაიფციგში, სადაც თანამშრომლობდა მარქსისტულად განწყობილ ემიგრანტულ ჯგუფებთან. სწავლობდა ჟენევის უნ-ტის ეკონ. ფაკ-ტზე. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მონაწილეობდა შორაპნის მაზრის რევოლ. გამოსვლებში (1905). რეაქციის პერიოდში იგი დააპატიმრეს და ქუთ. ციხეში ჩასვეს.  მან სხვებთან ერთად მოახერხა ციხიდან გაქევა და ემიგრაციაში წასვლა. ჯერ ლაიფციგში, შემდეგ კი ციურიხში ცხოვრობდა, სადაც პირადად გაიცნო ლენინი და ახლო ურთიერთობა დაამყარა მასთან. ვ. ულიანოვთან და მიხა ცხაკაიასთან ერთად ბრუნდება რუს. ( IV. 1917). საქართვ. ჩამოსვლის შემდეგ იწყებს ლიტ. მოღვაწეობას (1918). მისი უახლოესი მეგობრის, ლეო ქიაჩელის რჩევითა და რეკომენდაციით მისი პირველი მოთხრ. დაიბეჭდა გაზ. „სახალხო ფურცლში“.  უპრეტენზიო შემოქმედმა, XX საუკუნის დამდეგის მღელვარე დღეების ამსახველი თავისი ქმნილებებით საკუთარი ადგილი დაიმკვიდრა ქართ. ლიტ-რაში. ს. დ. ავტორია წიგნებისა: "ცხოვრების ტალღებში" (1926, მოთხრ.), "ნაღვერდალი"(1928, რომანი), "შაქრო ჩოდრიშვილი"(1929, მოგონება), "მეორე დღეს"(1929), "შორეული ქრონიკა"(1931), "მეგობრის სისხლი"(1942, მოთხრ.), "თევდორე"(1943, ისტ. მოთხრ.), "ზურაბის ციხე"(1946, მოთხრ.). მუშაობდა:  სხვადასხვა ლიტერ. რედაქციებში, მდივნად (1917-1920); სურამის თვითმმართველობაში, მმართველად (1920-1921), საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქმეთა მმართველად (1922-1924); ბაქოში, რუსეთ–სპარსეთის ამხანაგობის კანტორის მმართველად (1922-1924); ჟურნ. "რევოლუციური მატიანში" სწავლულ მუშაკად (1924-1927); ცენტრ. არქივში  განყ-ბის გამგედ (1927-1935); დაჯილდოვებული იყო შრომის წითელი დროშის, „საპატიო ნიშნის“ ორდენებითა და მედლებით

ლიტ.: სულიაშვილი, დ. (1926). ცხოვრების ტალღებში: მოთხრობ. ტფ., შრომა; სულიაშვილი, დ. (1930). ჩიკორი : მოთხრობა. ტფ., სახელგამი; სულიაშვილი, დ. (1931). შორეული: ქრონიკა. ტფ., სახელგამი; საქართვ. ეროვნ. არქივი: უახ. ისტ. ცენტრ. არქივი: ფ. 471, 1ნ.1, საქმე 16, ფურც 4ა.