-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოლოგი
სულავა ნესტან ვარლამის ასული (04. II. 1948, მარტვილი), ფილოლოგი, პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1972); მისი საკანდიდატო დისერტაცია იყო: „რუსთაველი და ძველი ქართული სასულიერო პოეზია“ (1978), სადოქტორო დისერტაცია კი დაიცვა შემდეგ თემაზე: „მე-12-13 საუკუნეების ქართული ჰიმნოგრაფიის მხატვრული სპეციფიკა“ (1998). იყო საქართვ. მეცნ. აკად. შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტ-რის ისტ. ინ-ტის ასპირანტი (1972-1975); ფილოლ. მეცნ. კანდ. (1978); ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1997); შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტ-რის ისტ. ინ-ტის რუსთველოლოგიის განყ-ბის უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი (1976-1984); თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტის ლათ. ენის მასწავლებელი (1976-1977); რუსთველოლოგიის განყ-ბის სწავლული მდივანი (1976-1988); რუსთველოლოგიის განყ-ბის უფრ. მეცნიერი თანამშრომელი (1984-1978); თსუ-ის ძვ. ქართ. ლიტ-რის ისტ. კათედრის მასწავლებელი ძვ. ქართ. ლიტ-რის ისტ-ში (მოწვევით, 1990-1991); სულხან-საბა ორბელიანის სახ. სახელმწ. პედ. უნ-ტის ქართ. ქრისტ. კულტ. ისტ. კათედრის დოცენტი (1993-1998); რუსთველოლოგიის განყ-ბის წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი (1998-1999); საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტ-რის ინ-ტის დირექტორის მოადგილე სამეცნ. სფეროში (1999-2006); საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტ-რის ინ-ტის სამეცნ. საბჭოს წევრი (1995-დან); საბჭოს თავ-რის მოადგილე (1999-2006); სულხან-საბა ორბელიანის სახ. სახელმწ. პედ. უნ-ტის ქართ. ლიტ-რის კათედრის პროფესორი მოწვევით (1998-2005); პროფესორი (2001); თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტის სახელმწ.-საგამოცდო კომისიის თავ-რე ქართ. ენასა და ლიტ-რაში, სამაგისტრო შრომების დაცვის თავ-რე (2000-2001); თბილ. პირველი გიმნაზიის ქართ. ლიტ-რის კონსულტანტი (2006-2007); სამცხე-ჯავახეთის სახელმწ. უნ-ტში განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნ. ფაკ-ტზე ქართ. ფილოლ. მიმართულების ქართ. ლიტ-რის პროფესორი (2007-დან); თბილ. სას. სემინარიისა და აკად. მოწვეული პროფესორი (2007-2012); თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის ქართ. ლიტ-რის ისტ. სასწ.-სამეცნ. ინ-ტის ძვ. ქართ. ლიტ-რის ისტ. კათედრის ასოცირებული პროფესორი (2009-დან); საქართვ. უნ-ტის მოწვეული პროფესორი (2007-2009); სამცხე-ჯავახეთის სახელმწ. უნ-ტში განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნ. ფაკ-ტის სამეცნ. ჟურნ. „გულანის“ სარედაქციო საბჭოს წევრი (2007-დან); საქართვ. ისტ., ეთნოლოგიისა და რელიგიის შემსწავლელი სამეცნ. ცენტრის კრებულის „ანალების“ სარედაქციო საბჭოს წევრი (2007-დან); შოთა რუსთაველის საქართვ. ეროვნ. სამეცნ. ფონდის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის (A-33-09) ხელმძღვ. და მონაწილე (2009-2012); საქართვ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების აკრედიტაციის ეროვნ. ცენტრის მაგისტრატურის საგანმან. პროგრამულ მიმართულებებთან შესაბამისობის განმსაზღვრელ ექსპერტთა საბჭოს წევრი (2009); საქართვ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრში I-VI და X-XII კლასების ქართ. ენისა და ლიტ-რის სახელმძღვანელოების გრიფირების ჯგუფის წევრი (2011-2012). მუშაობდა წმ. გიორგი მთაწმინდელის სახ. გალობის უმაღლ. სასწავლებელში (2014-2017). იყო ქართ.-ამერ. უნ-ტის მოწვეული პროფესორი (2017-2019); საქართვ. განათლებისა და მეცნ. სამინისტროს ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრში VII, VIII, IX, X და XI კლასების ქართ. ენისა და ლიტ-რის სახელმძღვანელოების გრიფირების ჯგუფის წევრი (2018-2022); სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და გაზეთ „ლიტერატურული მესხეთის“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული (ნომინაციაში „რუსთველოლოგია“) სამეცნ. ნაშრომით: „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟები“ (2016). მას გადაეცა სამცხე-ჯავახეთის სახელმწ. უნ-ტის რექტორის მადლობის სიგელი უნ-ტის 25 წლის იუბილეზე (2015) და სამცხე-ჯავახეთის სახელმწ. უნ-ტის მედალი (2017).
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): სულავა, ნ. (2003). XII-XIII საუკუნეების ქართული ჰიმნოგრაფია. თბ., ზეკარი; სულავა, ნ. (2006). ქართული ჰიმნოგრაფია: ტრადიცია და პოეტიკა. თბ., ზეკარი. ISBN: 9994086340; სულავა, ნ. (2007). Шота Руставели, Витязь в тигровой шкуре, грузинский текст с подстрочником: (Послесловие, коментарий, примечания к подстрочнику и словарь Сулава Н.). Санкт-Петербург, ВИТА НОВА.; სულავა, ნ. (2007). ნიკოლოზ გულაბერისძე, საკითხავი, გალობანი, პარაკლისი და დაუჯდომელი სვეტიცხოველისა. (მოამზადა გამოსაცემად). თბ.; სულავა, ნ. (2007-2008). ნიკოლოზ გულაბერისძე, თხზულებანი. (მოამზადა გამოსაცემად, დაურთო გამოკვლევა, საძიებლები და ლექსიკონი). მცხეთა, ISBN: 9789941901065; სულავა, ნ. (2009). „ვეფხისტყაოსანი“ - მეტაფორა, სიმბოლო, ალუზია, ენიგმა. თბ., ნეკერი, ISBN: 9789941404511; სულავა, ნ. (2018). ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის. თბ., მწიგნობარი; სულავა, ნ. (2024). IV-X საუკუნეების ქართული ლიტერატურა. თბ., უნ-ტის გამ-ბა.