სულავა ნაზი თევდორეს ასული
სულავა ნაზი თევდორეს ასული

სულავა ნაზი თევდორეს ასული (04.II.1933, სოფ. სერგეთი, მარტვილის მუნიციპალიტეტი), ეკონომისტი, დოცენტი. ჩაირიცხა თსუ-ის ეკონომიკის ფაკ-ტის პოლიტეკონომიის სპეციალობაზე (1951-1956). გაგზავნილ იქნა სამუშაოდ აფხაზეთის სტატ. სამმართველოში (1956-1961), შემდეგ მუშაობდა თბილისში, საქართვ. ცენტრალურ სტატ. სამმართველოში, უფრ. ეკონომისტად (1961-1973), პარალელურად თსუ-ში კითხულობდა ლექციებს. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: “მოკავშირე რესპუბლიკის საზოგადოებრივი პროდუქტის საანგრიშო დარგთაშორისი ბალანსის აგების პრებლემები” (1970) და მიენიჭა ეკონ. მეცნ. კანდ. სამეცნ. ხარისხი (1972). ს. ნ.-ს ეკავა დოცენტის თანამდებობა თსუ-ის სახ. მეურნეობის დაგეგმვის (1973-1991), შემდეგ კი მაკროეკონომიკის კათედრაზე (1991-2006); აქტიურად მონაწილეობდა სართაშ. კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში; თანამშრომლობდა საერთაშ. სავალუტო ფონდთან, გაეროს სურსათისა და სოფ. მეურნეობის საერთაშ. ორგანიზაციის მიერ, საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალ ქვეყნებში VAS-ის (Value-Added Services) დანერგვის საკითხებზე მოსკოვში, მინსკში, პარიზში, ათენსა და თბილისში, ევროსტატისა და საბერძნეთის სტატსამსახურთან და სხვ. ორგანიზაციებთან. დაჯილდოებულია მრავალი საიუბილეო და საპატიო სიგელებით: „აღრიცხვის ფრიადოსნის“ სამკერდე ნიშნით; მედლით „შრომითი მამაცობისათვის“; ივანე ჯავახიშვილისა და ღირსების მედლით (2003); მიენიჭა საქართვ. დამს. ეკონომისტის საპატიო წოდება (1980).  მისი შრომებია: „დარგთაშორისი ბალანსის დამუშავების ზოგიერთი საკითხი: [საქ. მაგალითზე]“ (საქართველოს სახალხო მეურნეობა, 1968, N4); „მოკავშირე რესპუბლიკაში წარმოებული ეროვნული შემოსავლის დაგეგმვის ზოგიერთი საკითხი“ (თსუ-ის შრომები, 1977, N 182);  „ეროვნული  შემოსავალი-ისტორია, გაანგარიშების მეთოდოლოგია“ (ეკონომიკა, 2003, N11); „ეროვნული შემოსავალი: ისტორია, გაანგარიშების მეთოდოლოგია: საქართველოს ეროვნული შემოსავლის მოკლე ისტორია და გაანგარიშების მეთოდიკა]“ (ეკონომიკა, 2003, N11).  

 თხზ.: სულავა, ნ. (1973). საქართველოს სსრ საზოგადოებრივი პროდუქტის დარგთაშორისი ბალანსი. თბ., საბჭ. საქართველო; სულავა, ნ. (1986). სოციალური განვითარებისა და ხალხის ცხოვრების დონის ამაღლების დაგეგმვა. თბ. უნ-ტის გამ-ბა; სულავა, ნ. (1998). ეროვნულ ანგარიშთა სისტემა: პროგრამა: (ეკონ. ფაკ-ტის სტუდენტებისათვის). თბ., უნ-ტის გამ-ბა; სულავა, ნ. (1999). გარდამავალი პერიოდის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები: [კრებ.]. თბ., უფლება.