-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი მათემატიკოსი დოცენტი
სულაქველიძე ლევან არჩილის ძე (06.I.1950, ქ. თბილ.). მათემატიკოსი, თსუ-ის დოცენტი, ფიზ.-მათ. მეცნ. კადიდატი (1978). დაამთავრა თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტი (1971), ალგებრა გეომეტ. კათედრის ასპირანტურა (1972–1976). იყო საქ. მეცნ. აკად. ნ. მუსხელიშვილის სახ. გამოთვლითი ცენტის მეცნ.-თანამშრომელი (1976-1978), საქ. მეცნ. აკად. ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის ჯერ უმცრ., ხოლო შემდეგ უფრ. მეცნ.-თანამშრომელი (1978-1990), თსუ-ის ფიზ. ფაკ-ტის დოცენტი (1990-2005), თსუ-სთან არსებული ქართ.-ამერიკული უმაღლ. სკოლა „კვალი“-ს პროფ. (2010-2015), საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრიას სახ. ქართ. უნ-ტის მოწვეული ლექტორი, არის საქ. და კავკასიის უნ-ტების მოწვეული ლექტორი (2017). მისი სამეცნ. ინტერესების სფეროს წარმოადგენს რიცხვთა ანალიზური თეორიის იმ საკითხების კვლევა, რ-ებიც კვადრატული ფორმებით რიცხვთა წარმოდგენებთან არის დაკავშირებული. გამოქვეყნებული აქვს 20 სამეცნ., პედ. და მეთოდური ხასიათის ნაშრომი. მონაწილეობდა რუსთაველის ფონდის საგრანტო პროექტში „მეცნიერება იწყება სკოლიდან-კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ (2018, 2019 და 2024).
თხზ.: სულაქველიძე, ლ. (1977, 1980). რიცხვთა წარმოდგენის შესახებ დადებითი ტერნარული კვადრატული ფორმებით. თსუ „შრომები“; სულაქველიძე, ლ. (1987). ლიუვილის ტიპის ფორმულების შესახებ ექვსცვლადიანი კვადრატული ფორმებით რიცხვთა წარმოდგენისათვის. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. რაზმაძის სახ. მათემატიკის ინ-ტის შრომები; Sulakvelidze, L. (2019). On the Representation of numbers by Some Positive Ternary Quadratic Forms with square-free Discriminant. საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის მე-10 საერთაშორისო კონფერენცია, ბათუმი.