სულაქველიძე იაინა გიორგის ას.
სულაქველიძე იაინა გიორგის ას.

სულაქველიძე იაინა (25.X.1944, თბილისი - 7.III.1993, თბილისი), დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი გეოფიზიკის სპეციალობით (1967). მუშაობდა გეოფიზიკის კათედრაზე (1970-დან). გამოქვეყნებული აქვს 50 სამეცნ. ნაშრომი, რ–ებიც ეძღვნება ატმოსფეროში მიმდინარე თერმოდინამიკურ საკითხებს, ღრუბლებზე აქტიურ ზემოქმედებას, თავსხმა ნალექების წარმოშობასა და განაწილების თავისებურებებს და სხვ. ეწეოდა სალიტერატურო მოღვაწეობას. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე ნოველა. გეოგრაფიულ მეცნ. დოქტორი. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: "კონვექტური ღრუბლების განვითარების თერმოდინამიკური პირობები"(1971) და სადოქტორო დისერტაცია თემაზე:"თავსხმა წვიმები მთიან ქვეყნებში" (1990).

თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): Сулаквелидзе, И. (1988). Ливневые осадки в горных странах на примере Закавказья. Тб., Изд-во Тбил. ун-та.