სულაქველიძე არჩილ
სულაქველიძე არჩილ

სულაქველიძე არჩილ კონსტანტინეს ძე (17.IX.1927- 28.XII.1992 ქ. თბილ.). მათემატიკოსი, თსუ-ის დოცენტი ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატი (1965). დაამთავრა თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტი (1952), აქვე მუშაობდა ასისტენტად (1952–1965), იყო ფიზ. ფაკ-ტის უმაღლ. მათ. კათედრის დოცენტი (1966-1992). მის სამეცნ. ინტერესების სფეროს  წარმოადგენდა განზოგადებულ გაყოფილ სხვაობათა მეთოდის გამოყენებითი ასპექტები  და ფუნქციათა აპროქსიმაციის, ინტეგრების, დიფერენციალური და ინტეგრალური განტ-ებების რიცხვითი ამონახსნების მოძებნის ამოცანები. გამოქვეყნებული აქვს 35 სამეცნ., პედაგოგიური  და მეთოდური ნაშრომი.  დაჯილდოებულია: სსრკ უმაღლ. საბჭოს პრეზიდიუმის მედლით „კეთილსინდისიერი შრომისათვის“ (27.03.1970); საქართვ. განათლების სამინისტროს მედლით „სახალხო განათლების წარჩინებული“  (28.03.1970); სსრკ პროფკავშირების ცენტრ. კომიტეტის მედლით  „სოციალისტურ შეჯიბრებაში გამარჯვებული“  (5.02.1972).

თხზ.:  სულაქველიძე, ა. (1965). წრფივი დიფერენციალური განტოლებების ერთი კლასის შესახებ.  თსუ  „შრომები“, ტ.110, გვ.281-285; სულაქველიძე, ა. (1966). განზოგადებული გაყოფილი სხვაობები. თსუ „შრომები“, ტ.117, გვ.209-216; Сулаквелидзе, А. (1974). Об одном обобщении формулы Тейлора. Мат. сборник научно-методических статей,  Москва,  Высшая школа, стр. 60-62.