-
ავტორი
- კატეგორიები: კურსდამთავრებული ფილოლოგი პროზაიკოსი პოეტი
სულაკაური არჩილ სამსონის ძე (15.II.1927, თბილისი — 26.X.1997, თბილისი), დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტი (1951). იყო გამომც. „ნაკადულის“ დირექტორი (1973-დან) და ჟურნ. „მნათობის“ მთავარი რედაქტორი (1982-დან). პოეტის პირველი ლექსები დაიბეჭდა „ლიტერატურულ გაზეთში“ (1946), მოგვიანებით კი გამოვიდა მისი ლექსთა პირველი წიგნი (1951). მის კალამს ეკუთვნის პოეტური კრებულები: „ჩემი ქუჩის დღესასწაული“ (1956); „საგზალი“ (1959); „ოთხივე მხრიდან“ (1975); „სიჩუმე“ (1978); „ლექსები“ (1980). პროზაულ ნაწარმოებებს შორის აღსანიშნავია: „ტალღები ნაპირისკენ მიისწრაფიან“ (1957); „ბიჭი და ძაღლი“ (1966); „ოქროს თევზი“ (1966); „სალამურას თავგადასავალი“ (1968); „ლუკა“ (1972); „თეთრი ცხენი“ (1984). კრებულები „მოთხრობები. რომანი“ (1972), „მოთხრობები“ (1975), „ჯადოსნური კაბა“, „ცისფერი ირემი“ და სხვა. დაჯილდოებულია შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. პრემიითა (1971) და „საპატიო ნიშნის“ ორდენითა და მედლებით.